მოსკოვის დინამო
Aa
Aa

„ამ არჩევანში დარწმუნებულია“ - რუსული კლუბის პოზიცია საზონოვზე

საფეხბურთო კლუბ მოსკოვის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს წევრმა დმიტრი გაფინმა Sport Express-თან საბა საზონოვის შესახებ ისაუბრა.

„ეს საბას გადაწყვეტილებაა. ჩვენ მასთან ვისაუბრეთ. მან მიიღო გადაწყვეტილება და ის ამ გადაწყვეტილებაში დარწმუნებულია. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ საბას წარმატებები ვუსურო იმ ეროვნულ ნაკრებთან ერთად, რომლის სასარგებლოდაც გააკეთა არჩევანი.

ფეხბურთში ამგვარი მომენტები არსებობს და ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელი არჩევანს თავად აკეთებს. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას საბასთან, ჩვენ მას ვენდობით, მის წარმომადგენელთან კონტაქტი გვაქვს. ასევე, მას ჰყავს მამა.

ზოგადად, საზონოვის კარიერა ვითარდება. ის ჩვენი გუნდის მთავარი მოთამაშე გახდა და ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს. იმედი მაქვს, მისი კარიერა აღმავალი ტემპით გაგრძელდება“.

შეგახსენებთ, რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა საბა საზონოვის შესახებ ისაუბრა, რომელიც მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელია და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. კარპინი Championat.com-ს ესაუბრა.

„საზონოვი? მან საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა? კარგი. ვისაც რუსეთის ნაკრებში თამაში არ სურს, არავის სჭირდება. ჩემი პოზიცია ასეთია: არ უნდა, ნუ უნდა“.

საზონოვმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ორი შეხვედრა ჩაატარა თურქეთთან და პორტუგალიასთან. ახლახან ვილი სანიოლმა საზონოვი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. შესაძლოა, 20 წლის ცენტრალური მცველის დებიუტი მაროკოსთან, 17 ნოემბერს შედგეს.

საბა საზონოვმა მიმდინარე სეზონში მოსკოვის „დინამოს“ რიგებში 17 მატჩი ჩაატარა (14 - რუსეთის პრემიერ ლიგა, 3 - რუსეთის თასი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არავის სჭირდება“ - კარპინმა საზონოვზე ისაუბრა
„არავის სჭირდება“ - კარპინმა საზონოვზე ისაუბრა