არსენალი, კრიშტიანუ რონალდუ, ჯეკ უილშირი
Aa
Aa

უილშირი: “არტეტას რონალდუ არ ენდომება, არც მე მენდომებოდა“

სეზონის დაწყების წინ, კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება სურდა. საბოლოოდ ასე არ მოხდა, მაგრამ არ წყდებოდა საუბარი იმის შესახებ, რომ პორტუგალიელი სუპერ ვარსკვლავი „წითელ ეშმაკებს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებდა.

ეს ყველაფერი მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც ვეტერანმა თავდამსხმელმა ღიად განაცხადა, რომ ტენ ჰაგს და „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას მისი გუნდიდან მოშორება სურთ. რონალდუმ ისიც თქვა, რომ მას პატივს არ სცემენ და არც ის სცემს ტენ ჰაგს პატივს.

ამ ინტერვიუს გავრცელების შემდეგ, კრიშტიანუს არაერთ ევროპულ კლუბს უკავშირებენ. გაჩნდა საუბრები ლონდონის „არსენალის“ შესახებ, მაგრამ ოფიციალურად არაფერი თქმულა. ამასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება „მეთოფეების“ ყოფილმა კაპიტანმა ჯეკ უილშირმა დააფიქსირა.

რა თქვა უილშირმა?

„მე მაინც ვფიქრობ, რომ კრიშტიანუ რონალდუს სარგებლის მოტანა შეუძლია. მაგალითად, ახალგაზრდა ფეხბურთელები შეხედავენ მას, დაინახავენ, თუ როგორ ცხოვრობს, როგორ ვარჯიშობს, როგორი პროფესიონალია. ეს საკმაოდ ბევრს ნიშნავს.

მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ არტეტას მისი გუნდში ყოლა არ ენდომება. არც მე მენდომებოდა. ცხადია, ძალიან ცუდია, რაც მან გააკეთა. ასეთ თემებზე ასე საჯაროდ საუბარი არ შეიძლება. ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ მადრიდის „რეალის“ პერიოდშია ჩარჩენილი.“

შეგახსენებთ, რომ ჯეკ უილშირი ახლა ლონდონის „არსენალში“ მუშაობს. ყოფილი კაპიტანი 18-წლამდე გუნდს წვრთნის. ცნობისთვის, ყოფილი ნახევარმცველი „მეთოფეებს“ 2008 წელს შეუერთდა და ოფიციალურად გუნდიდან 2018 წელს წავიდა, თუმცა იქამდე „ბორნმუთში“ და „ბოლტონში“ იყო განათხოვრებული.

ჯამში ინგლისელმა  ლონდონური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 197-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი მარია: “პასი ყოველთვის მესის არ უნდა მივცეთ“
დი მარია: “პასი ყოველთვის მესის არ უნდა მივცეთ“