ნაპოლი, ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ჯუნტოლი: “ჰოლანდზე ყველაფერი შევათანხმეთ, ოსიმენი მეორე ვარიანტი იყო“

დღეს, „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ოსიმენი გახლავთ, მაგრამ შესაძლოა ნიგერიელ თავდამსხმელს „პარტენოპეიში“ არასდროს ეთამაშა. Corriere dello Sport ნეაპოლური კლუბის სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის სიტყვებს აქვეყნებს.

რა თქვა ჯუნტოლიმ?

„რას ვნანობ ყველაზე მეტად, როგორც სპორტული დირექტორი? ერლინგ ჰოლანდის ჩაშლილ ტრანსფერს. იმ პერიოდში ჩვენ ერლინგს და ოსიმენს ვაკვირდებოდით. პრიორიტეტი ნორვეგიელი იყო და „ზალცბურგთან“ შეთანხმებულიც ვიყავით.

გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევრო გამზადებული გვქონდა და ტრანსფერის გაჩარხვამდე არაფერი იყო დარჩენილი, თუმცა თავად ჰოლანდმა „დორტმუნდის ბორუსიაში“ გადასვლა არჩია. მეორე ვარიანტი კი ოსიმენი იყო და მის გადმოყვანას არ ვნანობ. ვფიქრობ, ვიქტორი და ერლინგი ერთ დონეზე არიან.“

როგორც უკვე მოგახსენეთ, ოსიმენი „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერია და მის გარეშე შეტევა ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

მიმდინარე სეზონში, ნიგერიელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრწყინვალე თვისებები და შესანიშნავი ტექნიკა აქვს“ - კანიჯა და საბალეტა ხვიჩაზე
„ბრწყინვალე თვისებები და შესანიშნავი ტექნიკა აქვს“ - კანიჯა და საბალეტა ხვიჩაზე