ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიანო ჯუნტოლი, რუბინი
Aa
Aa

„რუბინმა პირველად 30 მილიონი მოითხოვა და ამან გაგვყინა“ - ჯუნტოლი კვარას ტრანსფერზე

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ და კლუბის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა

რა თქვა ჯუნტოლიმ კვარაზე:

კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა პირველად ანჩელოტის დროს დავიწყეთ. ყაზანის „რუბინს“ შეთავაზებაც მალე გავუკეთეთ, თუმცა ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოითხოვეს, ამან გაგვყინა და უკან დავიხიეთ. შემდეგ დაიწყო უკრაინაში ომი და ამან ფაზებზე გავლენა მოახდინა. შემდეგ, ხვიჩა ბათუმის „დინამოში“ წავიდა და ჩვენც დავუბრუნდით მას.

რაც შეეხება კონტრაქტის განახლების საკითხს, კვარას წამომადგენლებთან კონსოლირებადი ურთიერთობა გვაქვს, სულ ვსაუბრობთ და ერთმანეთს ყველა სიახლეს ვატყობინებთ. ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ და წინ კიდევ 4.5 წელი გვაქვს. რა თქმა უნდა, პასუხებს არავინ გაურბის, თუმცა ჯერ ამისგან თავს შევიკავებ.

როგორ ვიზიდავთ ასეთ ტალანტებს? თუნდაც მეგობრების რჩევით. ასე მოხდა კვარასთან და კიმთან მიმართებაში. ისინი გვირჩევენ, ჩვენ კი ვიკვლევთ. ვუყურებთ საერთაშორისო მატჩებს, შემდეგ კი თამაშებს ჩვენც ვესწრებით. კარგ და ცუდ შემთხვევაშიც, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ და საბოლოოდ საუკეთესოებზე ვჯერდებით.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ დებიუტის დღიდან ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, სადაც 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა ზურგის ტრავმის გამო „ნაპოლის“ ბოლო 3 შეხვედრაში ვერ მიიღო მონაწილეობა, თუმცა მინდორს მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის შემდეგ, 2023 წლის 4 იანვარს, „ინტერის“ წინააღმდეგ დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: ,,ხვიჩას გასულ კვირას ვესაუბრე, ჩაკვე განაცხადში რჩება, ჩემი გადაწყვეტილებები რადიკალურია“
სანიოლი: ,,ხვიჩას გასულ კვირას ვესაუბრე, ჩაკვე განაცხადში რჩება, ჩემი გადაწყვეტილებები რადიკალურია“