მადრიდის რეალი, ფერლან მენდი
Aa
Aa

უცნაური და გაუგებარი სიტუაცია - MARCA მენდიზე წერს და დეშამს აკრიტიკებს

ფერლან მენდის ირგვლივ შექმნილი ვითარება საკმაოდ უცნაურია. ფრანგი ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ 2019 წლიდან ირიცხება და ისეთი შეგრძნება სუფევს, თითქოს „ბლანკოსი“ მას დღემდე აკვირდება და მის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

ნორმალურ ვითარებაში, მენდის სტატისტიკამ წესით „სამეფო კლუბი“ უნდა აიძულოს, რომ მას გაუმჯობესებული და განახლებული კონტრაქტი შესთავაზოს. ფეხბურთელს, რომელიც ზინედინ ზიდანის მწვრთნელობის დროს ხელშეუხებელი იყო. იგივე სიტუაციაა კარლო ანჩელოტის დროსაც. როდესაც ფერლანს ტრავმა არ აქვს, ის გამუდმებით ძირითად შემადგენლობაშია.

გასაკვირია, რომ მენდის კონტრაქტის გახანგრძლივება განხილვის გარეშე დარჩა. 2021 წელს, „რეალმა“ ხელშეკრულება ლუკა მოდრიჩს, ლუკას ვასკესს, ნაჩო ფერნანდესს, დანი კარვახალს, ტიბო კურტუას, კარიმ ბენზემას და ფედე ვალვერდეს გაუხანგრძლივა.

მადრიდულ გრანდს სტრატეგიული პროექტი აქვს, რომელშიც ედერ მილიტაოს, როდრიგოს და ვინისიუსს მთავარი როლი აქვთ. აქედან გამომდინარე, გასულ ზაფხულს ახალი კონტრაქტი სამივეს გაუფორმეს. ამ ყველაფრის ფონზე კი მენდის საკითხთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ არსებობს. მას ხელშეკრულება 2025 წელს უმთავრდება, როგორც ეს განახლებამდე მილიტაოს და როდრიგოს შემთხვევაში იყო.

საიდუმლო არავისთვის არის, რომ ძნელია მარსელოს სრულფასოვნად შეცვლა. ბრაზილიელმა „რეალის“ წარმატებაში კოლოსალური წვლილი შეიტანა.

MARCA მის ფიზიკურ მდგომარეობაზეც წერს. მენდიმ გასულ სეზონში 56-დან 35 თამაში (62%) ჩაატარა, 2020/21 წლებში 52-დან 38 (73%) და 2019/20 წლებში 51-დან 32 (63%). 27 წლის ფეხბურთელმა, ესპანეთის დედაქალაქში გადასვლის შემდეგ, 8 ტრავმა მიიღო და 277 დღე გამოტოვა. ყველაზე შემაშფოთებელი წვივის ტრავმა იყო, რის გამოც ფერლანმა 106 დღე იუქმა.

ეს პრობლემები მიმდინარე სეზონში აღარ არსებობს. ფრანგმა განაპირა მცველმა 21-დან 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თანაც ისე, რომ დაზიანება არ მიუღია.(81%). მიუხედავად მისი ასეთი ხარისხისა, არის ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად არ თამაშობს. მენდი დეშამმა მუნდიალზე არ წაიყვანა, რაც ბევრისთვის გასაკვირი აღმოჩნდა.

საერთო ჯამში, ფერლან მენდის სიტუაცია ძალიან უცნაურია. მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს ფეხბურთელი, რომელიც ევროპის საუკეთესო კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სრული ფაქტები უნდა დადგინდეს“ - იუნაიტედის განცხადება რონალდუს ინტერვიუზე
“სრული ფაქტები უნდა დადგინდეს“ - იუნაიტედის განცხადება რონალდუს ინტერვიუზე