საბა საზონოვი, ვალერი კარპინი
Aa
Aa

„არავის სჭირდება“ - კარპინმა საზონოვზე ისაუბრა

რუსეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა საბა საზონოვის შესახებ ისაუბრა, რომელიც მოსკოვის „დინამოს“ ფეხბურთელია და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. კარპინი Championat.com-ს ესაუბრა.

„საზონოვი? მან საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა? კარგი. ვისაც რუსეთის ნაკრებში თამაში არ სურს, არავის სჭირდება. ჩემი პოზიცია ასეთია: არ უნდა, ნუ უნდა“.

შეგახსენებთ, საზონოვმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ორი შეხვედრა ჩაატარა თურქეთთან და პორტუგალიასთან. ახლახან ვილი სანიოლმა საზონოვი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა. შესაძლოა, 20 წლის ცენტრალური მცველის დებიუტი მაროკოსთან, 17 ნოემბერს შედგეს.

საბა საზონოვმა მიმდინარე სეზონში მოსკოვის „დინამოს“ რიგებში 17 მატჩი ჩაატარა (14 - რუსეთის პრემიერ ლიგა, 3 - რუსეთის თასი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩასა და ოსიმენის გაყიდვა გამორიცხულია - Il Mattino ნაპოლის გეგმებზე წერს
ხვიჩასა და ოსიმენის გაყიდვა გამორიცხულია - Il Mattino ნაპოლის გეგმებზე წერს