Telegraph: „მან. იუნაიტედი რონალდუს დასჯის საკითხს განიხილავს“
Telegraph-ის ცნობით, „მან. იუნაიტედი“ კრიშტიანუ რონალდუს დასჯის საკითხს განიხილავს. ამ თემაზე შეხვედრას მთავარი მწვრთნელი ერიტ ტენ ჰაგი, აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ არნოლდი, სპორტული დირექტორი ჯონ მერთო და კლუბის თანამფლობელი ჯოელ გლეიზერი გამართავენ. განხილვის საგანი კრიშტიანუ რონალდუს სკანდალური ინტერვიუა, პორტუგალიელმა მთავარი მწვრთნელი და კლუბის მმართველები მკაცრად გააკრიტიკა. ამ ეტაპზე უცნობია, რონალდუს მიმართ რა სახის სასჯელი იქნება გატარებული.
შეგახსენებთ, პირს მორგანთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუმ „მან. იუნაიტედში“ მის მიმართ არსებულ უპატივცემულობაზე ღიად ისაუბრა. რონალდუს თქმით, მას მანჩესტერულ კლუბში უღალატეს.
„მან. იუნაიტედში“ მიღალატეს, აქ პატივს არ მცემენ, ეს მხოლოდ ამ სეზონში არ დაწყებულა, გასულ სეზონშიც ასე იყო. პატივისცემა არ მაქვს ერიკ ტენ ჰაგის მიმართ, რადგან მან არ აჩვენა პატივისცემა ჩემს მიმართ. თუ ვინმე პატივს არ მცემს, მეც ანალოგიურად ვპასუხობ.
რაც სერ ალექს ფერგიუსონი გუნდიდან წავიდა, კლუბი არ განვითარებულა. პროგრესი იყო ნული. მან კარგად იცის, რომ გუნდი სწორ გზაზე არ დგას. პირები, რომლებიც ამას ვერ ხედავენ, ბრმები არიან, მაგრამ მე მინდა, რომ ქომაგებმა სიმართლე იცოდნენ, კლუბისთვის საუკეთესო მინდა და სწორედ ამიტომ დავბრუნდი „მან. იუნაიტედში“. ეს კლუბი პირველ ადგილზე უნდა იყოს, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა. მაგალითად, საინტერესოა, თუ როგორ გაუშვეს სულშერი და შემდეგ რანგნიკი დანიშნეს, ეს ვერავინ გაიგო, თუ რატომ მოიქცნენ ასე. რანგნიკი მწვრთნელი არასდროს ყოფილა. მის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. გაოცებული არა მარტო მე, მთელი მსოფლიო დარჩა.
არ ვიცი, უეინ რუნი ასე ხშირად რატომ მაკრიტიკებს. ალბათ, იმიტომ, რომ მან კარიერა დაასრულა, მე კი კვლავ უმაღლეს დონეზე ვთამაშობ, მაგრამ არ ვიტყვი, რომ მე მასზე უკეთესი ვარ.
„მან. იუნაიტედში“ დაბრუნებისას გულს დავუჯერე. სერ ალექსმა მითხრა, რომ შეუძლებელი იყო „მან. სიტიში„ გადავსულიყავი. მე მას დავეთანხმე და „ოლდ ტრაფორდზე“ დავბრუნდი“.