სერხიო რამოსი, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„ეს ჩემს მენტალიტეტს არ ცვლის“ - რამოსი მუნდიალის მიღმა დარჩენაზე

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სერხიო რამოსი სამუნდიალო განაცხადში არ შეიყვანა. ამ თემასთან დაკავშირებით სერხიო რამოსმა Instagram-ში დაწერა:

„გასული სეზონი ჩემთვის რთული იყო ახალ გუნდთან ადაპტაციისა და ტრავმების გამო. ჩემს თავს, ჩემს სხეულსა და სულს ვუერთგულე, ფორმა აღვიდგინე და დავბრუნდი.

საბედნიეროდ, შემიძლია ვთქვა, რომ ამ სეზონში თავს კარგად ვგრძნობ, ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ, ისეთ დიდ კლუბში ვთამაშობ, როგორიცაა პსჟ.

მსოფლიოს ჩემპიონატი? რა თქმა უნდა, იქ თამაში ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო, ჩემთვის მეხუთე მუნდიალი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატს სახლიდან უნდა ვუყურო.

ეს რთულია, მაგრამ მზე კვლავ ამოდის დილით, ჩემში არაფერი შეცვლილა, არ შეცვლილა ჩემი მენტალიტეტი, ჩემი ვნება, ჩემი ვალდებულება, ძალისხმევა და ფეხბურთისადმი ერთგულება. 24 საათი ფეხბურთზე ვფიქრობ.

ეს არის, რასაც ვგრძნობ და მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა. მადლობა ქომაგობისთვის, წინ უამრავი გამოწვევა და მიზანია. მალე შევხვდებით, საუკეთესოს გისურვებთ“.

36 წლის სერხიო რამოსმა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 180 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 23 გოლია. რამოსი ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპისა (2008, 2012) და მსოფლიოს ჩემპიონია (2010).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩასა და ოსიმენის გაყიდვა გამორიცხულია - Il Mattino ნაპოლის გეგმებზე წერს
ხვიჩასა და ოსიმენის გაყიდვა გამორიცხულია - Il Mattino ნაპოლის გეგმებზე წერს