UFC-ის ყოფილი მებრძოლი 38 წლის ასაკში გარდაიცვალა
UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ენტონი ჯონსონი 38 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ორგანიზაციის ყოფილმა მებრძოლმა, ჯეიკ შილდსმა გაავრცელა, თუმცა მალევე ჯონსონის გარდაცვალება მისივე ოჯახის წევრებმაც დაადასტურეს.
„სამწუხარო ამბავი გავიგე, ენტონი ჯონსონი გარდაიცვალა. მშვიდად განისვენე ძმაო. რა მოხდა, ამის შესახებ არაფერი ვიცი... ეს ყველაფერი დიდი ტრაგედიაა“, - წერს შილდსი.
ცნობილია, რომ 38 წლის ჯონსონი მძიმე დაავადბას რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა ზუსტი დიაგნოზის დადგენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ენტონი ჯონსონს UFC-ში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა. 2015 წლის მაისში, მსუბუქ წონაში მან პირველად იბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის, თუმცა თანამემამულე დანიელ კორმიერთან დამარცხდა.ზუსტად ორ წელში მებრძოლებს შორის მატჩ-რევანში შედგა, რომელიც კვლავ კორმიეს გამარჯვებით დასრულდა. 2017 წელს ჯონსონმა UFC დატოვა და Bellator-ში გადავიდა, სადაც მხოლოდ 1 ბრძოლის გამართვა შეძლო. საგულისხმოა, რომ დანიელ კორმიემ უკვე გაავრცელა სამძიმრის წერილი და მეგობარს დაემშვიდობა.
Rest Easy my brother. For a guy who struck fear in so many peoples heart Anthony Johnson was a caring person. From random text to check ins during loss. What a person he was, Rumble will be missed. Sometimes life doesn’t seem fair. Horrible news #RIP #Rumblesquad @Anthony_Rumble pic.twitter.com/HH2SO1dPj7
— Daniel Cormier (@dc_mma) November 13, 2022