ხმა მიეცი შენგელიას! - კაპიტანს ჩვენი დახმარება სჭირდება
საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-9 ტურში, საქართველოს ნაკრები სტუმრად ისლანდიას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის სხვაობით - 88:85 დაამარცხა.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა ჩვენი გუნდის კაპიტანს, თორნიკე შენგელიას, რომელმაც ტრავმის შემდეგ პირველად ითამაშა და მოედანი ორმაგი დუბლით დატოვა. შეხვედრის ბოლოს თოკოს ანგარიშზე 27 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო.
მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ (FIBA) ქართველი კალათბურეთლი მე-9 ტურის სიმბოლურ ხუთეულშიც შეიყვანა, სადაც მასთან ერთად შვედი ლუდვიგ ჰაკანსონი (24 ქულა, 6 მოხსნა, 6 ასისტი), გერმანელი იუსტუს ჰოლაცი (18 ქულა, 5 მოხსნა, 9 ასისტი), ფრანგი ვიქტორ ვემბანიამა (20 ქულა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ბოსნია & ჰერცეგოვინელი კენან კამენიასი (20 ქულა, 14 მოხსნა) მოხვდნენ. ახლა კი FIBA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოკითხვა მიმდინარეობს, სადაც ამ ხუთეულიდან მე-9 ტურის საუკეთესო კალათბურთელი უნდა აირჩეს.
ქართველ გულშემატკივარს ხმის მიცემა ამ ბმულის მეშვეობით შეუძლია - მიეცი ხმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს, თბილისი არენაზე იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
თორნიკე შენგელიას მომენტები ისლანდიასთან