ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნახევარ ევროპას აგიჟებს, ჰესკი თვალებს არ უჯერებდა“ - ლეოტა ხვიჩაზე

DAZN-ის ჟურნალისტმა დილეტა ლეოტამ „გაძეტასთან“ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მან „ენფილდზე“ გამართული მატჩი გაიხსენა, როცა ემილ ჰესკი ქართველი ფეხბურთელით აღფრთოვანდა.

„ადვილი სათქმელია, „ნაპოლის“ მხრიდან ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კვარაცხელიამ მოახდინა. ის ნამდვილად ფანტასტიკური მოთამაშეა, რომელიც ნახევარ ევროპას აგიჟებს. ლივერპულში ყოფნისას მატჩზე ვმუშაობდი და იქ ემილ ჰესკი იყო, მას ხვიჩას თამაში ნანახი არ ჰქონდა, პირველად „ენფილდზე“ ნახა. ჰესკი თვალებს არ უჯერებდა“

ლეოტამ სპალეტის შესახებაც ისაუბრა: „ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი ერთმანეთს იდეალურად უგებენ. ტოსკანაში სპალეტის აგარაკზე ვესტუმრე, ლუჩანოს დედამ საჭმელი მოგვიმზადა. ეს დრო სასიამოვნოდ მახსენდება, თითქოს საკუთარ სახლში ვიყავი. სპალეტი გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ მთავარი მწვრთნელი“.

ბოლო დღეებში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეაპოლური კლუბი „ჯვაროსნების“ შემტევს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. საუბარი ახალ 6-წლიან ხელშეკრულებაზე და გაორმაგებულ ხელფასზეა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, Sky Italia ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ოთხშაბათს ხვიჩა კვარაცხელია და მისი შეყვარებული კრისტიან ჯუნტოლის შეხვდნენ და ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტზე ისაუბრეს. წყაროს ცნობით, სიტყვიერი შეთანხმება შედგა და სულ მალე ქართველი ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისთვის, იმავე დღეს ახალი კონტრაქტი ზამბო ანგისას გაუფორმეს და რიგში ხვიჩამდე ლობოტკა გახლავთ. ამის შემდეგ კი ქართველის ჯერი დადგება. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ „ლივერპულთან“ წელი დაიზიანა და ამის გამო „ნაპოლის“ სერია ა-ს გასულ სამ ტურში ვერ დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა - მიქაუტაძის ჰეთ-თრიკი ლიგა 2-ში
7-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა - მიქაუტაძის ჰეთ-თრიკი ლიგა 2-ში