არაბულის ეფექტური დებიუტი ავსტრალიაში - გამარჯვება 95-ე წუთზე
ავსტრალიის A ლიგის მე-6 ტურში „სენტრალ ქოუსთ მარინერსი“ შინ „მაკარტურთან“ 2:3 დამარცხდა. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მე-5 დამატებულ წუთზე 19 წლის ჯედ დრუმ შეაგდო, საგოლე პასი ცვლილებაზე გამოსულმა ბაჩო არაბულმა შეასრულა, სწრაფი კონტრშეტევა არაბულის კარგი პასით განვითარდა და ჯედმა შანსი გამოიყენა.
28 წლის ქართველმა ფორვარდმა ავსტრალიურ კლუბში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, სათადარიგოთა სკამზე იჯდა და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო.
შეგახსენებთ, „მაკარტურის“ მთავარი მწვრთნელი „მან. იუნაიტედის“ ყოფილი ფორვარდი დუაიტ იორკია. 1998-2002 წლებში დუაიტ იორკი და ენდი კოული „მან. იუნაიტედში“ ბრწყინვალე დუეტს ქმნიდნენ. იორკმა „წითელ ეშმაკებთან“ ერთად პრემიერ ლიგა სამჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი - ერთხელ.
ავსტრალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „მაკარტურმა“ 6 მატჩში 8 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზეა.