ისრაელ ადესანია, ალექს პერეირა
Aa
Aa

ადესანია დამარცხებულია - ალექს პერეირა ახალი ჩემპიონია

UFC-ის საშუალო წონის ქამრის დაცვა ისრაელ ადესანიამ ბრაზილიელ ალექს პერეირასთან სცადა, თუმცა შეხვედრა ადესანიასთვის წარუმატებლად დასრულდა, მე-5 რაუნდში სამხრეთამერიკელმა ტექნიკური ნოკაუტი შეასრულა და ახალზელანდიელი დაამარცხა.

 

წარსულში ადესანია და პერეირა პირველად ერთმანეთს კიკბოქსინგში დაუპირისპირდნენ, სადაც ბრაზილიელმა ორივე შეხვედრა მოიგო.

ადესანიამ UFC-ში მე-11 ბრძოლა გამართა და მეორედ დამარცხდა. მან პირველი მარცხი 2021 წლის 6 მარტს იწვნია, როცა იან ბლახოვიჩთან შეხვედრა დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები