7-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა - მიქაუტაძის ჰეთ-თრიკი ლიგა 2-ში
საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძემ 7-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.მე-15 ტურში „პარიზი“ შინ „მეცთან“ 1:4 დამარცხდა. ანგარიში მე-11 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ პენალტის ნიშნულიდან გახსნა. 23-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა, ამჯერადაც თერთმეტმეტრიანი გამოიყენა ზუსტად.
82-ე წუთზე მიქაუტაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. 84-ე წუთზე 22 წლის თავდამსხმელმა მინდორი დატოვა.
მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ის 14 შეხვედრაში მიქაუტაძემ 7 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.
20-გუნდიან ლიგა 2-ში „მეცი“ 21 ქულით მე-8 ადგილზეა.