ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა ჯუნტოლის შეხვდა - ახალ კონტრაქტზე სიტყვიერი შეთანხმება შედგა

ბოლო 3 ტურია ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ვერ ეხმარება, მაგრამ მისი ბრწყინვალე თამაში კვლავ განხილვის საგანია. მსოფლიოს არაერთი გამოცემა ქართველ ფეხბურთელზე საუბრობს. ამ ყველაფერმა კი „პარტენოპეის“ ხელმძღვანელობას ახალი გადაწყვეტილება მიაღებინა.

ბოლო დღეებში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეაპოლური კლუბი „ჯვაროსნების“ შემტევს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს. საუბარი ახალ 6-წლიან ხელშეკრულებაზე და გაორმაგებულ ხელფასზეა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, Sky Italia ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ოთხშაბათს ხვიჩა კვარაცხელია და მისი შეყვარებული კრისტიან ჯუნტოლის შეხვდნენ და ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტზე ისაუბრეს. წყაროს ცნობით, სიტყვიერი შეთანხმება შედგა და სულ მალე ქართველი ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევრო იქნება.

ცნობისთვის, იმავე დღეს ახალი კონტრაქტი ზამბო ანგისას გაუფორმეს და რიგში ხვიჩამდე ლობოტკა გახლავთ. ამის შემდეგ კი ქართველის ჯერი დადგება. შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ „ლივერპულთან“ ზურგი დაიზიანა და ამის გამო „ნაპოლის“ უკვე მესამე მატჩია ვერ ეხმარება, თუმცა „პარტენოპეის“ ჯერჯერობით ქულები არ დაუკარგავს და სერია ა-ს დამაჯერებლად ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლოჩოშვილი: „ვიმედოვნებ, სერია ა-ში უფრო მეტ ქართველს ვიხილავთ“
ლოჩოშვილი: „ვიმედოვნებ, სერია ა-ში უფრო მეტ ქართველს ვიხილავთ“