ერიკ ტენ ჰაგი, ჰარი მაგუაიერი
Aa
Aa

ტენ ჰაგმა გადაწყვიტა - მაგუაიერი გაიყიდება და გუნდი დაცვას გააძლიერებს

დიდი ალბათობით, ჰარი მაგუაიერისთვის წლევანდელი სეზონი „იუნაიტედში“ კლუბის მაისურით ბოლო იქნება და ინგლისელი ზაფხულში გუნდს დატოვებს.

The Guardian-ის ცნობით, მთავარ მწვრთნელს ერიკ ტენ ჰეგს სურს, რომ გუნდის კაპიტანი გაიყიდოს და შემოსული თანხა შემადგენლობის გაძლიერებას მოხმარდეს.

ნიდერლანდელი სპეციალისტი მოთამაშის პროფესიონალიზმით კმაყოფილია, მაგრამ პრობლემას მის სიჩქარეში ხედავს. მას იმედი აქვს, რომ ჰარის გაყიდვიდან მიღებული თანხით, ზაფხულში გუნდი დაცვას გააძლიერებს.

„მანჩესტერ იუნაიტედი" მზად იქნება განიხილოს შემოთავაზებები, მაგრამ ესმის, რომ შეუძლებელია 80 მილიონი ფუნტის ოდენობის თანხის მიღება, რომლითაც ადრე მაგუაიერი თავად შეიძინეს.

ტენ ჰაგი ასევე მზადაა კონტრაქტის დასრულების შემდეგ ფრედიც გაუშვას. ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი და გახანგრძლივების ვარიანტს ითვალისწინებს, თუმცა „მანჩესტერ იუნაიტედში" მის გააქტიურებას არ ვარაუდობენ. მწვრთნელს ნახევარდაცვის ახლიდან ჩამოყალიბება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი რეკორდულად გაიზარდა
ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი რეკორდულად გაიზარდა