შეთანხმება მიღწეულია - ტილემანსი არსენალში უფასოდ მიდის
„ლესტერის“ ბელგიელი ცენტრალური ნახევარმცველი იური ტილემანსი სეზონის ბოლოს „მელიებს“ დატოვებს და დიდი ალბათობით ლონდონის „არსენალში“ გადავა.
ნიდერლანდური voetbalprimeur-ის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელმა „არსენალთან“ წინასწარი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.
ტილემანსის „ლესტერთან“ არსებული კონტრაქტი ძალაში 2023 წლის 30 ივნისამდეა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ის აღარ გახანგრძლივდებოდა.
ამრიგად, ბელგიელი შუახაზელი „მეთოფეებს“ უფასოდ შეუერთდება.
წყაროს ცნობით, ტილემანსით ასევე ინტერესდება „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ნიუკასლი“ და „ბარსელონა“.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის 14 მატჩში ტილემანსმა 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბელგიელი რობერტო მარტინესმა ეროვნულ ნაკრებში იხმო და მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.