ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მარცხი 132-ე ნომერთან - ბასილაშვილი რუანის ჩელენჯერს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი რუანის ჩელენჯერს გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის ¼ ფინალში მსოფლიო რეიტინგის 132-ე ნომერს, ფრანგ ჰუგო გასტონს შეხვდა და 3 სეტში - 7:6(7:2), 2:6, 1:6 დამარცხდა.

ნიკამ შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველ სეტში გაიმარჯვა კიდეც, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გაუჭირდა. მცირე უპირატესობის მიუხედავად, სამწუხაროდ ქართველმა ჩოგბურთელმა დარჩენილი ორი სეტი ძალიან არადამაჯერებლად ჩაატარა, განსაკუთრებით კი დასკვნითი სეტი, სადაც მხოლოდ 1 გეიმის მოგება შეძლო.

ცნობისთვის, ¼ ფინალამდე ბასილაშვილმა 2 შეხვედრის მოგება შეძლო. პირველ წრეში ნიკამ ფრანგი ანტუან ჰოაგი დაამარცხა, მეორე წრეში კი ასევე ფრანგი მატიას ბურგი გამოთიშა ასპარეზობას. ქართველი ჩოგბურთელი დღეისთვის ATP-ის რეიტინგში 96-ე პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამაჯერებლად - ბასილაშვილმა ჩელენჯერზე ენტონის მოუგო
დამაჯერებლად - ბასილაშვილმა ჩელენჯერზე ენტონის მოუგო