გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი რეკორდულად გაიზარდა

განახლებული მონაცემების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი რეკორდულად გაიზარდა. დღევანდელი ინფორმაციით ხვიჩას ფასი 60 მილიონია,ხოლო მამარდასი 25 მილიონი.

ვალენსიაში გადასვლისას დროს ეროვნული ნაკრების მეკარის ფასი 850 ათასი ევროს შეადგენდა. 2021 წლის 13 ოქტომბრიდან მამარდაშვილის ფასი 3 მილიონი ევრო იყო. გიორგი ფასმა რამდენჯერმე მოიმატა, მარტში მისი ფასი 5 მილიონი იყო, ივნისში 10 მილიონი , ხოლო სექტემბერში 20 მილიონი.

ხვიჩას სატრანსფერო თანხა კი რეკორდულია,ასეთი შეფასება ქართველ ფეხბურთელს აქამდე არ ჰქონია. იტალიაში გადასვლამდე ხვიჩას გრაფაში 16 მილიონი ეწერა, მაგრამ ნეაპოლელებმა კვარა ივლისში 10 მილიონად შეიძინეს. მალევე სექტემბრის თვეში ქართველი შემტევის ფასი 35 მილიონი გახდა.

ქართველ ფეხბურთელების რიგებში სატრანსფერო ფასით მესამე პოზიციაზე საბა ლობჟანიძეა. ჰატასპორის ფეხბურთელი 3.30 მილიონად არის შეფასებული. აღსანიშნავია,რომ საბას ფასმა დაიკლო. ეროვნული ნაკრების შემტევი მარტის თვეში 4,5 მილიონი ღირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Il Mattino: „შესაძლოა, ხვიჩამ მაროკოსთან შეხვედრა გამოტოვოს“
Il Mattino: „შესაძლოა, ხვიჩამ მაროკოსთან შეხვედრა გამოტოვოს“