დინამომ თელავთან 2 ქულა დაკარგა - შანსი ბათუმს
Aa
Aa

დინამომ თელავთან 2 ქულა დაკარგა - შანსი ბათუმს

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 34-ე ტურში თბილისის „დინამომ“ „თელავს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

„დინამო“ უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა, თუმცა საბოლოოდ სამი ქულის აღება მაინც ვერ შეძლეს.

შეხვედრაში ანგარიში პირველ ტაიმში 21-ე წუთზე ოლად იმრანის ლამაზი და ზუსტი დარტყმის შედეგად გაიხსნა.

სტუმრებმა მეორე ნახევარში თბილისელთა მეკარის ლუკა კუტალაძის შეცდომით ისარგებლეს და პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, რომელიც გოლად ბექა ქავთარაძემ აქცია.

50-ე წუთს შემდეგ, „დინამომ“ მომენტები შექმნა, ერთი გაიტანა კიდეც, თუმცა ვიდეო რეფერიმ გააუქმა. საბოლოოდ, გია ჭიაბრიშვილის გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგა.

გია ჭიაბრიშვილი მატჩის შემდეგ

ამ მომენტისთვის თბილისის „დინამოს“ 76 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, თუმცა ბათუმის „დინამო“ 73 ქულით მეორეა და ერთი მატჩით ნაკლები აქვთ. გეგუჩაძის ბიჭები ხვალ „სამგურალს“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში თანაბარი ქულები დაუგროვდებათ, ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო ბათუმელები სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგებიან.

რაც შეეხება „თელავს“, ისინი 35 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აღიარება სიკვდილის წინ? ფულზე გაყიდული ფეხბურთი - ბლატერის სკანდალური ინტერვიუ
აღიარება სიკვდილის წინ? ფულზე გაყიდული ფეხბურთი - ბლატერის სკანდალური ინტერვიუ