ჟერარ პიკე, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

პიკე პერესს აქებს: ყველაფერში საუკეთესოა, შეცდომებზე ისწავლა

ჟერარ პიკე პრესასთან სასაუბროდ ფეხბურთელობის დროსაც ხშირად იცლიდა და ამჟამად კარიერის დასრულების შემდეგ, საამისოდ უფრო მეტი დრო ექნება.

პიკემ პრესასთან სუპერ ლიგაზე ისაუბრა და მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დადებით კონტექსტში ახსენა.

„მე ვეთანხმები ფლორენტინოს, რომ ხალხი ახლა კონტენტს სხვაგვარად მოიხმარს. მაგრამ მე არ ვხედავ სუპერლიგას ისე, როგორც პრობლემის გადაწყვეტის გზას.

სუპერლიგის იდეის წარმოჩენა სრული მარცხია. ვფიქრობ, რომ ფლორენტინო ყველაფერში საუკეთესოა. ამიტომ მან ამ მხრივ გამაკვირვა. მადრიდის რეალში მან შეცდომები დაუშვა, როცა ძალიან ბევრი ვარსკვლავი გაიფორმა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და ეს დასაფასებელია.

მაგრამ მისი სუპერლიგის პრეზენტაცია El Chiringuito-ზე... ჩემი ტვინი უბრალოდ აფეთქდა. არ ვიცი, რისი იმედი ჰქონდა“,

- ციტირებს პიკეს სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ პიკემ კარიერის ბოლო მატჩი პამპლონაში „ოსასუნასთან“ ჩაატარა, თუმცა მას მინდორზე გასვლის საშუალება არ მისცემია, რადგან პირველი ტაიმის შემდეგ, მსაჯის შეურაცხყოფის გამო მოედნიდან გააძევეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როთენი: ეს ნახევარდაცვა ნეხვშია, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია
როთენი: ეს ნახევარდაცვა ნეხვშია, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია