ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა ახანგრძლივებს? 6-წლიანი ხელშეკრულება და გამოსასყიდი 100 მილიონი

რუსული პრესის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს.

რუსი ჟურნალისტი ივან კარპოვი წერს, რომ ხვიჩა ახალ ხელშეკრულებას 2028 წლამდე გააფორმებს და მისი ხელფასი ორჯერ გაიზრდება. ახლა ის წელიწადში ბონუსების გათვალისწინებით 2 მილიონ ევრომდე იღებს.

ასევე გაიზრდება ხვიჩას „ნაპოლისთან“ კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი ღირებულების პუნქტი. 35 მილიონი ევროს ნაცვლად ახლა 100 მილიონი ევრო ჩაიწერება.

აღსანიშნავია, რომ ქართველის მიმართ ინტერესს მადრიდის „რეალი", პსჟ, „მანჩესტერ სიტი" და „ლივერპული" იჩენენ. ამიტომ, ხვიჩასთან კონტრაქტის განახლებით და მისი გამოსასყიდი თანხის გაზრდით, „ნაპოლი“ ფეხბურთელის შესაძლო წასვლისგან თავს დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, ასევე 2 პენალტიც გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ბიჭის ფანტაზია ყოველთვის მაოცებს“ - კაკამ ხვიჩაზე ისაუბრა
„ამ ბიჭის ფანტაზია ყოველთვის მაოცებს“ - კაკამ ხვიჩაზე ისაუბრა