ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

დოპინგზე ჩავარდნის საფრთხე? - ხვიჩას დაბრუნება შესაძლოა მაინც გადაიდოს

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დაბრუნება შესაძლოა ისევ გადაიდოს.

იტალიური გამოცემა Repubblica-ს ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ ქართველი ფეხბურთელი შაბათს, „უდინეზესთან“ შეხვედრაში მონაწილეობის შემთხვევაში დოპინგ-კონტროლზე ჩავარდეს. სააგენტოს ცნობით, ხვიჩა წელის ტკივილის გამო, მკურნალობის პროცედურაში „კორტიზონის ნემსებს“ იყენებდა, რაც სპორტისთვის აკრძალულ ნივთიერებებს შეიცავს.

შესაბამისად, არის საფრთხე, რომ „უდინეზესთან“ შეხვედრის შემდეგ, როცა კვარა დოპინგ-ტესტს ჩაიტარებს, მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდეს, რაც ბუნებრივია დიდ პრობლემებს  გამოიწვევს. ამის გამო, როგორც კლუბმა, ისე ფეხბურთელის გარემოცვამ შესაძლოა დამატებითი გართულებების თავიდან აცილების მიზნით არ გარისკონ და კვარაცხელია მუნდიალის დასრულებამდე დაასვენონ.

აქვე გეტყვით, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებამდე გუშინ, 21 წლის ფეხბურთელის აგენტმა, მამუკა ჯუღელმა სააგენტო CalcioNapoli24-თან განაცხადა, რომ ხვიჩა დიდი ალბათობით „უდინეზესთან“ მატჩის განაცხადში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზურგის ტრავმის გამო კვარაცხელიამ სერია A-ს ბოლო ორ მატჩში ვერ ითამაშა: ჯერ 5 ნოემბერს, „ატალანტასთან“, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 მოიგო და 8 ნოემბერს „ემპოლისთან“, რომელიც ასევე „ნაპოლის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. თუმცა, დიდი შანსია ქართველი ვარსკვლავი შაბათს, „უდინეზეს“ წინააღმდეგ დაბრუნდეს.

აქვე გეტყვით, რომ ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია A-ში 14 ტურის შემდეგ 38 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ „მილანს“, რომელმაც გუშინდელ მატჩში „კრემონეზესთან“ ქულები დაკარგა, 8 ქულით უსწრებს. „ნაპოლისა“ და „უდინეზეს“ შეხვედრა კი შაბათს, 12 ნოემბერს საქართველოს დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ ბიჭის ფანტაზია ყოველთვის მაოცებს“ - კაკამ ხვიჩაზე ისაუბრა
„ამ ბიჭის ფანტაზია ყოველთვის მაოცებს“ - კაკამ ხვიჩაზე ისაუბრა