ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

“წესით უდინეზესთან სათადარიგოთა სკამზე იჯდება“ - ჯუღელი ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელია ამ მომენტისთვის ტრავმირებულია. ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა ქართველმა ფეხბურთელმა „უდინეზეს“ წინააღმდეგ ითამაშოს, მაგრამ არის ვარაუდი, რომ სპალეტი არ გარისკავს.

ზოგადად, ბოლო პერიოდი „ჯვაროსნების“ შემტევისთვის ემოციურადაც გადატვირთულია. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა გაძარცვეს და მისი მანქანა წაიყვანეს, თუმცა სამართალდამცავებმა ავტომობილი იპოვეს და ქართველ ფეხბურთელს დაუბრუნეს.

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი სხვადასხვა საკითხების შესახებ CalcioNapoli24-ს ესაუბრა.

რა თქვა ჯუღელმა?

„ხვიჩა ახლა გამოჯანმრთელების პროცესშია და დიდი ალბათობით „უდინეზესთან“ მატჩში სათადარიგოთა სკამზეც იჯდება. მომავალი? ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ნეაპოლში თავს შესანიშნავად გრძნობს. კვარაცხელიას კარიერის ახალ ეტაპამდე „ნაპოლიში“ რაიმეს მოგება და კარგად თამაში სურს.

ხვიჩას მთელს ოჯახს უყვარს ნეაპოლი. ისინი იტალიური კინოს დიდი მოყვარულები არიან. დროის სვლასთან ერთად, ნეაპოლს და მის საზოგადოებას უკეთესად გაიცნობენ.

რაც შეეხება ძარცვას, ეს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. მთავარია, რომ ყველაფერი მოგვარდა. ხვიჩა ფეხბურთით ცხოვრობს და მხოლოდ ამაზეა ფოკუსირებული.“

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველმა ტრავმა „ლივერპულთან“ მატჩის დროს მიიღო და ამის გამო „ნაპოლის“ 2 შეხვედრა გამოტოვა. ხვიჩამ „ატალანტას“ და „ემპოლის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშა, თუმცა „პარტენოპეიმ“ ორივე დაპირისპირება მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დამაჯერებლად - ბასილაშვილმა ჩელენჯერზე ენტონის მოუგო
დამაჯერებლად - ბასილაშვილმა ჩელენჯერზე ენტონის მოუგო