საქართველოს ფუტსალის ნაკრები, თალესი, ბრუნო პეტრი
Aa
Aa

ბრუნო პეტრის პოკერი - საქართველომ ავსტრია დაამარცხა

ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა ავსტრიას უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 6:4 დაამარცხა. ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა ზედიზედ მესამე მატჩი მოიგეს და ჯგუფში ლიდერობა შეინარჩუნეს.

პირველ ტაიმში გულშემატკივრები მხიარული დაპირისპირება იხილეს. მომენტები ორივე გუნდს მრავლად ჰქონდა. ანგარიში მეექვსე წუთზე ბრუნო პეტრიმ გახსნა. ამის შემდეგ, სტუმრები გააქტიურდნენ და ზედიზედ ორი გოლი გაიტანეს. მერვე წუთზე ფლოგელიმ წონასწორობა აღადგინა, ხოლო მე-16 წუთზე ბიჩერმა ავსტრია წინ გაიყვანა.

რა თქმა უნდა, ასათიანის შეგირდები გააქტიურდნენ და გაშვებული გოლიდან ზუსტად ერთი წუთში ბრუნო პეტრიმ დუბლი გაიფორმა. მატჩის განახლებიდან რამდენიმე წამში პეტრიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და პირველი ტაიმი საქართველოს გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

მეორე ტაიმში, ქართველები ოდნავ მოდუნებულები გამოვიდნენ და ამის გამო დაისაჯნენ. 23-ე და 24-ე წუთზე ავსტრიელებმა გაიტანეს და 4:3 დააფიქსირეს. რა თქმა უნდა, საქართველო ამაზე არ გაჩერდა და შეტევაში მნიშვნელოვნად გააქტიურდა. 30-ე წუთზე ბინიოს კარგი პასი თალესმა გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა.

საქართველოს ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მოწოდების სიმაღლეზე ავსტრიელთა მეკარე იყო. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, სტუმართა კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად თალესმა შეასრულა. საფინალო სასტვენამდე წამები იყო დარჩენილი, რა დროსაც ბრუნო პეტრიმ პოკერი შეასრულა და საბოლოო წერტილი დასვა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 3 მატჩის შემდეგ, 3 გამარჯვება აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება. ბოლო ტურში, ასათიანის შეგირდები სტუმრად ბელგიას დაუპირისპირდებიან. ფრის შემთხვევაში, „ჩვენებურები“ ელიტ რაუნდში გადაინაცვლებენ. აღნიშნული დაპირისპირება 2023 წლის 7 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
აღიარება სიკვდილის წინ? ფულზე გაყიდული ფეხბურთი - ბლატერის სკანდალური ინტერვიუ
აღიარება სიკვდილის წინ? ფულზე გაყიდული ფეხბურთი - ბლატერის სკანდალური ინტერვიუ