მანჩესტერ სიტი, ბენჟამინ მენდი
Aa
Aa

ახალი მტკიცებულებები - მოსამართლემ მენდის მატყუარა უწოდა

დღეს, ბენჟამინ მენდის მორიგი სასამართლო პროცესი ჰქონდა, რომელიც მისთვის არასასიამოვნოდ დასრულდა. პროცესის მიმდინარეობისას, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა განაცხადა, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ მას 2021 წლის სექტემბრის შემდეგ, ხელფასს აღარ უხდის და ეს უსამართლობად მიიჩნია.

ამ დიალოგის შემდეგ, მოსამართლე ტიმოთი ქრეიმ მენდის ახალი მტკიცებულებები აჩვენა. ქრეიმ CCTV-ის მიერ გარე კამერებით მოპოვებული კადრები გაასაჯაროა, რომელიც ბენჟამინის სახლისკენ არის მიმართული. ბრიტანული მედია წერს, რომ ვიდეოში ცუდად, მაგრამ მაინც ჩანს ქალზე ძალადობა.

ეს ყველაფერი თავად ფეხბურთელმა უარყო და განაცხადა, რომ მანდილოსანთან სექსუალური კავშირი ურთიერთშეთანხმების შედეგად მოხდა. მოსამართლემ კი მას მატყუარა უწოდა და უთხრა, რომ თავის გადარჩენას ამაოდ ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგ მარცხენა მცველს 7 ბრალდება აქვს წაყენებული და აბსოლუტურად ყველას უარყოფს. მენდის ბრალი 5 ქალის გაუპატიურებაში, 1 გაუპატიურების მცდელობაში და 1 სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დადებითი ნიშნები შეინიშნება“ - კვარამ შესაძლოა უდინეზესთან ითამაშოს
„დადებითი ნიშნები შეინიშნება“ - კვარამ შესაძლოა უდინეზესთან ითამაშოს