თბილისის დინამო, ვაგნერ გონსალვეში
Aa
Aa

თბილისის დინამომ ვაგნერ გონსალვეში დაიმატა

დინამო თბილისმა ბრაზილიელი შემტევი ვაგნერ გონსალვეში დაიმატა, მოთამაშე თბილისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა. შემტევი დინამოელთა შემადგენლობაში ოფიციალური მატჩების გამართავს 2023 წლიდან შეძლებს.

ვაგნერ გონსალვეშის ბოლო კლუბი მაკედონიური შკენდია გახლდათ, რომელსაც იგი მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა. ამ პერიოდში ვაგნერმა მაკედონიაში 14 მატჩი გამართა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბრაზილიელი შემტევი ფრანგული „ბასტიას“ აღზრდილია. ამის შემდეგ იყო თბილისის საბურთალო, ბელგიური სერკლ ბრიუგე, ბათუმის „დინამო“, უკრაინული „კრივბასი“ და „დნიპრო 1“. ვაგნერ გონსალვეშის ბოლო ქართული კლუბი კი, გორის „დილაა“, სადაც მან 2022 წლის სეზონის პირველი ნახევარი გაატარა და ამ პერიოდის განმავლობაში მის ანგარიშზე რვა გოლი და ერთი საგოლე გადაცემა გახლდათ.

ვაგნერ გონსალვეში თბილისის „საბურთალოსთან“ ერთად 2018-19 წლებში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონი, საქართველოს თასისა და სუპერთასის მფლობელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქურდაძის ორი მიუტევებელი შეცდომა - დილამ საბურთალო დაამარცხა
ქურდაძის ორი მიუტევებელი შეცდომა - დილამ საბურთალო დაამარცხა