“ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც მე ვოცნებობდი“ - ფირმინო ტიტეს გადაწყვეტილებაზე
გუშინ, ტიტემ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, სადაც ბევრისთვის მოულოდნელად ფილიპე კოუტინიო და რობერტო ფირმინო ვერ მოხვდნენ.
ამასთან დაკავშირებით, „ლივერპულის“ თავდამსხმელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა.
რას წერს ფირმინო?
„მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ასეთი თბილი შეტყობინებებისთვის. მსოფლიო ჩემპიონატი ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ. გუშინ, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ამას მე წარმოვიდგენდი ან ვოცნებობდი. მაგრამ მე შემიძლია უკან გავიხედო და აღმოვაჩინო გული, რომელიც ღმერთის მადლიერია, რადგან მან უკვე მომცა შესაძლებლობა, რომ ეს ოცნება ამსრულებოდა.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით, გამოვხატო პატივისცემა და მივულოცო ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც გამოიძახეს. იყო, არის და ყოველთვის იქნება პატივი ჩემი ქვეყნის ღირსების დაცვა განსაკუთრებით იმ საჩუქრით, რომელიც უფალმა მე მომცა.
„რადგან ვიცი, რა გეგმები მაქვს შენთან მიმართებაში“ - ამას უფალი ამბობს. დარწმუნებული ვარ, ღმერთი დიდ წარმატებას მიმზადებს და ზიანს არ მომაყენებს.“
View this post on Instagram