ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ხოსე გაია
Aa
Aa

Transfermarkt - მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

მიმდინარე სეზონში, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ პირველი მეკარეა და ჯენარო გატუზო მას სრულ ნდობას უცხადებს. ქართველი მეკარის კარგი თამაში მისი სატრანსფერო ღირებულის ზრდას უწყობს ხელს.

მაგალითად, მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, „მამარდას“ სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ხოლო დღეს გავლენიანმა გამოცემა Transfermarkt-მა მონაცემები განაახლა.

განახლებული მონაცემების მიხედვით, ქართველი მეკარის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა. 5-ით მეტი, ვიდრე სექტემბერში. უფრო საინტერესო კი ის გახლავთ, რომ გიორგი „ვალენსიაში“ მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. პირველ ადგილს, „ღამურების“ კაპიტანი ხოსე გაია იკავებს, რომელიც 40 მილიონი ევრო ღირს.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ესპანურ კლუბში გასული წლის ზაფხულში ჩაირიცხა და გულშემატკივრებს თავი სულ მალე შეაყვარა. 2021/2022 წლების სეზონში გიორგი ძირითადი შემადგენლობისთვის იასპერ სილესენს ებრძოდა. მიმდინარე წლის ზაფხულში ნიდერლანდელმა გუნდი დატოვა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ქართველი კარის დარაჯი ახლა „ვალენსიას“ პირველი მეკარეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას მორიგი კარგი მატჩი - ვალენსია სტუმრად სოსიედადს დაუზავდა
მამარდას მორიგი კარგი მატჩი - ვალენსია სტუმრად სოსიედადს დაუზავდა