ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ხვიჩაზე უარი ნახევარმა იტალიამ თქვა, ახლა კი მასზე მთელი ევროპა საუბრობს“

სლოვაკმა საფეხბურთო აგენტმა მარტინ პეტრაშმა, რომელსაც იტალიაში თამაშის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იტალიაში კვარაცხელიას გადაბირება არაერთ კლუბს შესთავაზეს, მაგრამ „ნაპოლის“ გარდა ყველა კლუბმა უარი თქვა. 

„ნაპოლი“ ლიდერია და ეს შემთხვევითობა არაა. ლუჩანო სპალეტი ბრწყინვალედ მუშაობს. ანალოგიურად შემიძლია ვთქვა ნეაპოლური კლუბის შესახებ.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კვარაცხელია ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ერთადერთი, ვინც მასზე ფსონი დადო, ჯუნტოლია. ეს „ნაპოლიმ“ გააკეთა და ახლა მთელი ევროპა მხოლოდ მასზე საუბრობს. კვარაცხელიას გადაბირება ნახევარ იტალიას შესთავაზეს, მაგრამ „ნაპოლის“ გარდა მისი შესაძლებლობების არავინ დაიჯერა. მადლობა მათ გამბედაობისთვის, რომ ინვესტიცია ამ ბიჭის ტრანსფერში ჩადეს“.

პეტრაშმა სტანისლავ ლობოტკას შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, სლოვაკ ნახევარმცველზე უარი „ბარსელონამ“ და „ინტერმა“ თქვეს.

რაც შეეხება ქართველი გარემარბის სტატისტიკას, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 12 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 6 გოლი, 5 საგოლე პასი და 2 გამომუშავებული პენალტია. ასევე, ჩემპიონთა ლიგის 5 შეხვედრაში 2 გოლი შეაგდო და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი თერაპია არასდროსაა მარტივი“ - ცნობილი ექიმი ხვიჩას ტრავმაზე
„ასეთი თერაპია არასდროსაა მარტივი“ - ცნობილი ექიმი ხვიჩას ტრავმაზე