ერიქსენი ითამაშებს - დანიის ნაკრების შემადგენლობა მუნდიალისთვის
სულ მალე საფეხბურთო სამყაროში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. ამასთან დაკავშირებით, კასპერ ჰიუმლანდმა დანიის ნაკრების 21-კაციანი განაცხადი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ გუნდები ვალდებულნი არიან, რომ მუნდიალზე 26 ფეხბურთელი წაიყვანონ.
მეკარეები:
კასპერ შმეიხელი, ოლივერ კრისტენსენი
მცველები:
ანდრეას კრისტენსენი, სიმონ კიაერი, იოაჰიმ ანდერსენი, რასმუს კრისტენსენი, იოაკიმ მეჰლე, იანს ლარსენი, ვიქტორ ნელსონი, დანიელ ვასი.
ნახევარმცველები:
კრისტიან ერიქსენი, პიერ ჰოიბერგი, ტომას დელანი, მატიას იანსენი.
თავდამსხმელები:
კასპერ დოლბერგი, მიკელ დამსგაარდი, ანდრეას ოლსენი, იასპერ ლინდსტრომი, ანდრეას კორნელიუსი, მარტინ ბრაითვაითი, იონას ვინდი.
Hele Danmarks trup til VM ????????#ForDanmark pic.twitter.com/kBHG8ImC9Z
— Fodboldlandsholdene ???????? (@dbulandshold) November 7, 2022
 
როგორც ხედავთ, 2022 წლის მუნდიალზე კრისტიან ერიქსენი იასპარეზებს, რომელმაც ევრო 2020-ზე გულის შეტევა მიიღო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ბევრი ფიქრობდა, რომ დანიელი ნახევარმცველი კარიერას დაასრულებდა, თუმცა ის ახლა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ძირითადი შემადგენლობის წევრია.
ცნობისთვის, დარჩენილ 5 ფეხბურთელს დანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამდენიმე დღეში დაასახელებს. ბოლო ვადა 13 ნოემბერია. ასევე გეტყვით, დანია მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში ტუნისთან, საფრანგეთთან და ავსტრალიასთან ერთად მოხვდა.