ჰამბურგი, გიორგი ჩაკვეტაძე, სლოვანი
Aa
Aa

„სლოვანს ჯგუფის მოგებაში დაეხმარა“ - ჰამბურგში ჩაკვეტაძე გაიხსენეს

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ „ჰამბურგთან“ დაახლოებული საიტი, HSV24 გიორგი ჩაკვეტაძეს იხსენებს და წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი თავის ამჟამინდელ კლუბს, „სლოვან ბრატისლავას“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფისკენ მიუძღვება.

რა წერია სტატიაში:

გიორგი ჩაკვეტაძე გასულ სეზონში HSV-ში ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი იყო. სეზონის მეორენახევარში ქართველი „ჰამბურგმა“ იჯარის წესით „გენტიდან“ ინათხოვრა, პირველ ბუნდესლიგაში დაწინაურების მიზნის მისაღწევად, თუმცა გეგმა ვერ განხორციელდა და მოლოდინმაც არ გაამართლა. ჩაკვეტაძემ მეორე ბუნდესლიგის 10 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და ზაფხულში მხარეები ერთმანეთს დაემშვიდობნენ. 23 წლის ფეხბურთელი ამ სეზონში იჯარით ბრატისლავას „სლოვანში“ თამაშობს, სადაც საქმე მისთვის ბევრად უკეთესად მიდის. ხუთშაბათს საღამოს, კონფერენს ლიგის ბოლო ტურში „სლოვანმა“ „ჟალიგირსთან“ 2:1 მოიგო, ჩაკვეტაძემ კი საგოლე პასი შეასრულა და ამავდროულად, მისმა გუნდმა ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა. HSV-ის ყოფილმა ფეხბურთელმა თავის კლუბის ჯგუფური ეტაპი მოაგებინა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე „ჰამბურგში“ 2022 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა და კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩა. ამ დროის განმავლობაში მან მეორე ბუნდესლიგასა და გერმანიის თასზე 12 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი თითო-თითო გოლითა და ასისტით გამოიჩინა.

23 წლის ფეხბურთელი ახლა იჯარის წესით ბრატისლავას „სლოვანში“ თამაშობს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 7 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროტურნირების ლიდერები - ჩაკვე და კვარა საუკეთესო დრიბლიორთა შორის
ევროტურნირების ლიდერები - ჩაკვე და კვარა საუკეთესო დრიბლიორთა შორის