ვილიარეალი, კიკე სეტიენი
Aa
Aa

“წადი“ - ვილიარეალის ქომაგები სეტიენის გაგდებას ითხოვენ

„“ვილიარეალში“ შეშფოთება ძალიან გაძლიერდა. უნაი ემერის ჩრდილი კი სულ უფრო გრძელი ხდება. მისი შემცვლელი კიკე სეტიენი გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს. კანტაბრიელი სპეციალისტის გარშემო უკვე ახალი სკანდალია. შეგახსენებთ, რომ სეტიენი „წყალქვეშა ნავს“ 25 ოქტომბერს ჩაუდგა სათავეში.

ლა ლიგის გასულ ტურში, „ვილიარეალი“ „მალიორკასთან’ დამარცხდა და გულშემატკივრები აფეთქდნენ. სეტიენის დანიშვნის შემდეგ, გუნდმა 4 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 წააგო და 1 ფრედ დაასრულა.

ბოლო მარცხის შემდეგ, ქომაგებმა კიკე წასვლა ერთხმად მოითხოვეს და ტრიბუნაზე მთელი ხმით ყვიროდნენ „კიკე წადი“.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, სეტიენმა განაცხადა, რომ მას ადაპტაცია სჭირდება. კიკემ ისიც თქვა, რომ ჯერჯერობით მის საფეხბურთო სტილს ფეხბურთელები ვერ მოერგნენ და ამ ყველაფერსაც დრო სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ კიკე სეტიენმა სახელი „ლას პალმასში“ მუშაობით გაითქვა, რის შემდეგაც ესპანელი სპეციალისტი „ბეტისში“ დანიშნეს. სევილიური კლუბი სეტიენის მეთაურობით ევრო ტურნირებზე დაბრუნდა და ეს დიდ წარმატებაში ჩაუთვალეს.

2020 წელს კიკე „ბარსელონაში“ სამუშაოდ მიიწვიეს, მაგრამ გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და ძალიან მალე გაათავისუფლეს. სეტიენს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ 2:8 მარცხი არ აპატიეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთს დაუბრუნდა - ილიჩიჩის ეფექტური თამაში და გოლი
ფეხბურთს დაუბრუნდა - ილიჩიჩის ეფექტური თამაში და გოლი