ბარსელონა, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ალბა და ხვიჩა ერთად? - ნაპოლი დიდ ინტერესს იჩენს

ესპანური გამოცემა EL Nacional საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა ჟორდი ალბამ კატალონიის „ბარსელონა“ დატოვოს და კარიერა „ნაპოლიში“ გააგრძელოს.

მიმდინარე სეზონში, 33 წლის მარცხენა მცველი ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძვის და ჩავი ერნანდესმა მას მხოლოდ 648 წუთით მისცა თამაშის საშუალება. ეს ყველაფერი ვეტერანი ფეხბურთელისთვის მიუღებელია და ახალი კლუბის ძიებაშია.

Goal.Com წერს, რომ „ბარსელონას“ ჟორდის წასვლის წინააღმდეგი არ არის, რადგან ის კლუბში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და მისი წასვლა კლუბს ამ ეტაპზე აწყობს.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი ესპანელი მცველის გადაბირებით აქტიურად ინტერესდება. მიმდინარე სეზონში, „ნაპოლი“ შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს და სერია ა-ში დაუმარცხებელია. ალბას გამოცდილების მქონე ფეხბურთელის დამატება კი კლუბს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც „პარტენოპეი“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება. ასევე გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო და სერია ა-ს მორიგ მატჩს „ემპოლის“ წინააღმდეგ გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოხარული ვარ, რომ პსჟ არ შეგვხვდა“ - სპალეტიმ წილისყრა შეაფასა
„მოხარული ვარ, რომ პსჟ არ შეგვხვდა“ - სპალეტიმ წილისყრა შეაფასა