ბუდუ ზივზივაძე, ფეჰერვარი
Aa
Aa

მაროკოსთან არ იქნება - ბუდუმ ტრავმა მიიღო და ოპერაცია სჭირდება

მოგეხსენებათ, ბუდუ ზივზივაძე „უიპეშტის“ მაისურის ჩაცმის გამო დასაჯეს და პირველი გუნდიდან მოკვეთეს. ქართველი თავდამსხმელი ახლა მეორე გუნდთან ერთად უნგრეთის მესამე დივიზიონში თამაშობს.

უკანასკნელი მატჩის დროს, ზივზივაძე ტრავმის მიღების გამო მწვრთნელმა მინდვრიდან 23-ე წუთზე გაიყვანა. CrystalSport-ის დაზუსტებული ინფორმაციით, ბუდუს ოპერაცია სჭირდება და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. ასევე გეტყვით, „ჯვაროსნების“ შემტევი ოპერაციას ხუთშაბათს, 10 ნოემბერს გაიკეთებს. რეაბილიტაციას კი 4-დან 6 კვირამდე დასჭირდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების მომავალ მატჩს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ საქართველო 17 ნოემბერს მაროკოს სტუმრად დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძემ „ფეჰერვარის“ მეორე გუნდში ჯერჯერობით 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა აინტრახტის წინააღმდეგ - პსჟ ბაიერნს დაუპირისპირდება
ხვიჩა აინტრახტის წინააღმდეგ - პსჟ ბაიერნს დაუპირისპირდება