გარი ლინეკერი
Aa Aa

“ხალხისთვის, სამშობლოსთვის.. იტალიისთვის უნდა მოგეგოთ“ - მე გარი ლინეკერი ვარ

„კარგი, ყველაფერს მალე გავაკეთებ, რადგან იტალიელებთან პაემანი კარგად გასახსენებელი არ არის..

მხოლოდ რამდენიმე რამ მინდა ვთქვა ამ ინგლისის ნაკრებზე და ასევე პირადად ვუთხრა ამ ინგლისის ნაკრებს, რა თქმა უნდა, თუ ისინი კითხულობენ..

მე ვსაუბრობ იმ ზაფხულის შესახებ და იმ გავლენაზე, რომელიც მათ მთელს ქვეყანაზე მოახდინეს.. მიუხედავად იმ მომენტისა, როდესაც ბენ კუიპერსმა საფინალო სასტვენი მისცა..

კვირა, 11 ივლისი.. ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მატჩია, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია, როგორც ფეხბურთელს, ან როგორც წამყვანს..

გულწრფელი ვიქნები, ჩემს ცხოვრებაში იყო მომენტი, როცა მეშინოდა, რომ ეს არასდროს მოხდებოდა..

ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, რომ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დღეები დამემახსოვრებინა და სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მინდა იმ პერიოდის წინა დღეების მოსმენა.. ბოდიში ბიჭებო..

მას შემდეგ, რაც თამაშს თავი დავანებე, ყოველთვის ვამბობდი, რომ ცხოვრებაში ორი მთავარი ამბიცია მქონდა დარჩენილი. მსურდა, რომ პირდაპირ ეთერში „ლესტერის“ ჩემპიონობისას კომენტატორი ვყოფილიყავი და იგივე მომხდარიყო ინგლისის ნაკრების ტრიუმფის დროს..

უეცრად, ორიოდე თვის განმავლობაში შემეძლო ორივე მქონოდა უემბლიზე. ეს ცოტა დამაბნეველია..

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, გარეთ საუთგეიტმა ყველას გაჩვენათ, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ სხვადასხვა ადამიანებს თქვენს მიმართ. მოდით, მე ჩემსას გაგიზიარებთ..

1966 წელს მე მხოლოდ 5 წლის ვიყავი. ჩემი საფეხბურთო მოგონება ინგლისის ნაკრებთან 1970 წელს იწყება. კარგად მახსოვს მსოფლიო ჩემპიონატზე გორდონ ბენქსის მოგერიება, ბობი მურის ჯარიმა და დაპირისპირება პელესთან და ჯაირზინიოსთან.

იმ პერიოდში, მამაჩემი თავის მეგობრებთან ერთად კვირაში ორჯერ, ჩვენს სახლში ბანქოს თამაშობდა. ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარი „ლესტერის“ ფეხბურთელი ენგელბერტ ჰამპერდინკი იყო. იცით რამდენი ხანი თამაშობდნენ? დაახლოებით 24-48 საათის განმავლობაში.. მე მამაჩემის უკან ვიჯექი და თუ ის იგებდა 1 ფუნტს მაძლევდა. დედა კი პერიოდულად სენდვიჩებით დატვირთული შემოდიოდა..

ერთადერთი, რასაც ამ გაუთავებელი თამაშის შეწყვეტა შეეძლო ინგლისის ნაკრები იყო. როდესაც ინგლისი მეოთხედფინალში დასავლეთ გერმანიასთან თამაშობდა ყველამ ხელები ჩამოუშვა და კონცენტრაცია მხოლოდ ტელევიზორზე გადავიდა.

ინგლისი დაწინაურდა და 2:0-ს იგებდა. შემდეგ, გერმანიამ გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. გერდ მიულერმა გაიტანა და ტელევიზორთან შეკრებილი საზოგადოება გაშეშდა. 120 წუთი ამოიწურა და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა..


რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს ბანქოს? თამაშის დასრულებიდან ზუსტად 2 წუთში მამამ და მისმა მეგობრებმა თამაში გააგრძელეს..

მე გავტყდი, ინგლისის წაგებით იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი საფეხბურთო მოგზაურობა..

ეს ისტორია თითქმის ყველას მსგავსია.. როდესაც ინგლისი თამაშობს, ყველაფერი ჩერდება..

იფიქრეთ ამაზე. რა გვაერთიანებს ერს იმაზე მეტად, როგორც ფეხბურთი? არაფერი! ეს მართლაც ერთგვარი მაგიაა..

ეს არის ფეხბურთის ძალა.. ინგლისის ძალა..

და კონკრეტულად ეს გუნდი - 26 ახალგაზრდა ბიჭისგან შემდგარი ჯგუფი და მათი მწვრთნელი - სხვა დონეზე ავიდა, რამაც იმდენი სიამაყე, სიხარული და ერთობა მოუტანა იმ ერს, რომელიც ასე ხშირად არის გაყოფილი..

ეს მართლაც წარმოუდგენელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ გავითვალისწინებთ რამდენად ახალგაზრდები არიან - ისინი უბრალოდ ბავშვები არიან! მიუხედავად იმისა, რომ მე არ შემიძლია რაიმე პრეტენზია მივიღო მათ განვითარებაში, მათი ყურებისას თავს ამაყ მამად ვგრძნობ!!

ყველა ძალიან მიყვარს, მაგრამ.. აქ არის ერთი დიდი მაგრამ!! ამხელა პასუხისმგებლობა მარკუს რაშფორდს, ჯეიდონ სანჩოს და საკას არ უნდა აეღოთ.. ვფიქრობ, მწვრთნელს მოედანზე ჯორდან ჰენდერსონი უნდა დაეტოვებინა, ის სულით ლიდერია..

ყველაფრის მიუხედავად, ისინი მაინც შთამაგონებელი და ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან. მათ ასეთ თამაშს ჩვენ გამოვეხმაურეთ..

ოთხშაბათს საღამოს, ნახევარფინალური მატჩის წინ, უემბლიზე შექმნილი ატმოსფერო დაუჯერებელი იყო..

თამაშამდე იყო მომენტი, როდესაც მე ვიჯექი იურგენ კლინსმანთან ერთად და ორივენი აღფრთოვანებულები ვუყურებდით ამ ყველაფერს. სტადიონზე ინგლისელი და დანიელი ქომაგები შემოდიოდნენ და ერთმანეთს ბედნიერები ესაუბრებოდნენ..

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, სტადიონზე ხალხის დაბრუნება და მათი ნახვა უსაზღვრო სიხარული იყო. რამდენ რამეს გავუძელით ერთად და ახლა ადამიანები ორმაგი ემოციით და ძალით ქომაგობენ საკუთარ გუნდებს..

ვიცი, რომ გულშემატკივრების გარკვეული კატეგორია ყოველთვის ღირსეულად არ იქცევა. ჩემი სათქმელი მათ არ უკავშირდება, მაგრამ მხოლოდ ერთი რამის თქმა მინდა..

სტვენა, ლანძღვა? კარგით რა.. ჩვენ ამაზე მეტნი ვართ..

იმღერე სიმღერები, დალიე, დაუკარი ტაში.. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს არის ჩვენი კულტურა!!

მაგრამ, როდესაც ისინი სხვა ნაკრების ეროვნულ ჰიმნს უსტვენენ და ლანძღავენ ამით ჩვენს ფეხბურთელებს ანერვიულებენ.. ასეთ დროს რომელ პატრიოტიზმზეა საუბარი? ეს უბრალოდ უხერხულია..

შეგიძლიათ საკუთარ თავს პატრიოტი უწოდოთ, მაგრამ ეს სიტყვა ჩემთვის არ ნიშნავს ამას. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ინგლისის ნაკრები 80-ჯერ წარადგინა.. ჩემთვის პატრიოტიზმი იმ ფასეულობების და ღირებულებების დაცვაა, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ და შენარჩუნებისკენ მივისწრაფვით..

მაღიზიანებს, როდესაც თანაგრძნობისა და სინდისის ძირითადი იდეები ანტი ინგლისურობის ცნებებში ირევა, მაშინ, როცა სინამდვილეში ეს ღირებულებები ყველაზე ინგლისურთა შორისაა.

მე არ მქონდა განსაკუთრებული რჩევა, რომელსაც ფეხბურთელებს ფინალის წინ მივცემდი, რადგან ისინი იმაზე წინ წავიდნენ, ვიდრე ოდესმე..

აჟიოტაჟი არავის სჭირდებოდა.. მათ კარგად იცოდნენ, თუ რას ნიშნავდა ეს ფინალი ინგლისელი ხალხისთვის..

ისინი სწორი ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც სწორ ადგილზე მოხვდნენ.. მათ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინათ..

ახლა კი მხოლოდ ერთი რამის თქმა მინდა.. მიუხედავად წაგებისა, ქვეყანა მაინც ამაყობს თქვენით, რადგან თქვენ ძალიან ბევრი გაეცით..

ვისურვებდი, რომ თქვენთან ერთად მეთამაშა, რადგან ადამიანი ტრიბუნაზე უფრო ნერვიულობს, ვიდრე მინდორზე, რადგან თამაშის დროს ადრენალინი ნერვებზე და დაღლილობაზე ზრუნავს..

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს მათთვის, ვისაც ეს არასდროს განუცდია, მაგრამ ეს იყო ნოკაუტის თამაშები, მართლაც დიდი წნევის მომენტები, დამატებითი დრო და პენალტები..

ეს თამაში იყო შანსი გაგეკეთებინათ ისეთი რამ, რაც სხვებს არასდროს გაუკეთებიათ.. დააფასეთ ის ყველაფერი, რაც გააკეთეთ, გულწრფელები იყავით..

მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცებს აუცილებლად მოიგებთ. ეს მხოლოდ დასაწყისია და ამ განსაკუთრებულ ჯგუფს წინ კიდევ მრავალი წელი აქვს. მე ნამდვილად მჯერა ამის, მიუხედავად იმისა რა მოხდა იმ დღეს ფინალში..

სიგიჟეა, თითქმის სასაცილოა.. რამდენს ნიშნავდა ეს თამაში და ტურნირი ჩვენთვის.. ახლა ორმაგი ემოცია მიპყრობს, თან ვბრაზდები, თან მიყვარხართ..

ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა..

ინგლისს საუკეთესოდ უნდა აღენიშნა..

და ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებოდით გაბრუებულები..

იმ ღამეს უნდა მოგეგოთ..

თქვენი თავისთვის..

ინგლისელი ხალხისთვის..

სამშობლოსთვის..“ - მე გარი ლინეკერი ვარ

გაზიარება: