ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა აინტრახტის წინააღმდეგ - პსჟ ბაიერნს დაუპირისპირდება

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ასპარეზობას მხოლოდ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია აგრძელებს, მისი გუნდი „ნაპოლი“ გერმანულ „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები, პსჟ და მიუნხენის „ბაიერნი“ ერთმანეთს 1/8-ფინალურ ეტაპზე შეხვდებიან.

წილისყრის შედეგები ასეთია:

ლაიფციგი - მან. სიტი

ბრიუგე - ბენფიკა

ლივერპული - რეალი

მილანი - ტოტენჰემი

აინტრახტი - ნაპოლი

დორტმუნდი - ჩელსი

ინტერი - პორტუ

პსჟ - ბაიერნი

მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 14/15 და 21/22 თებერვალს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 7/8 და 14/15 მარტს გაიმართება.

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი 10 ივნისს, სტამბულში, „ათათურქზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Corriere dello Sport: „ემპოლისთან ხვიჩას თამაში გამოირიცხა“
Corriere dello Sport: „ემპოლისთან ხვიჩას თამაში გამოირიცხა“