საბატინი: „კვარას ტრანსფერის გამო ჯუნტოლის შემშურდა“
„რომასა“ და „სალერნიტანას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. მან კლუბის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი შეაქო, რადგან მან ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა. ასევე, საბატინიმ აღნიშნა, რომ ჯუნტოლის მიერ კვარაცხელიას გადაბირების გამო, „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის შეშურდა.
„რამდენად ლამაზ ფეხბურთს თამაშობს სპალეტის „ნაპოლი“? ეს არის სრულყოფილი სინქრონული ორკესტრი. „ნაპოლი“ მომაჯადოებელ ფეხბურთს აჩვენებს, ფეხბურთელები მარცხს არასდროს ნებდენიან, რაც ბერგამოში გამართულ შეხვედრაში გამოჩნდა.
კვარა? ის „ნაპოლიმ“ აიყვანა და ვაღიარებ, რომ ჯუნტოლის გამო ჩემში შური ხელახლა აღმოვაჩინე, მან ხომ კვარაცხელიას ტრანსფერი განახორციელა. როცა სხვები საქმეს ჩემზე უკეთ აკეთებენ, მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ მათი მშურდეს. შური ცუდი გრძნობაა, მაგრამ მხოლოდ პროფესიულ მხარეზე ვსაუბრობ“.
შეგახსენებთ, ხვიჩამ სერია ა-ს გასული ტურის შეხვედრა „ატალანტასთან“ წელის ტრავმის გამო გამოტოვა. სავარაუდოდ, „ემპოლისთან“ შეხვედრაშიც ვერ ვიხილავთ მოედანზე, ეს შეხვედრა 8 ნოემბერს გაიმართება, თუმცა დიდი ალბათობით 12 ნოემბერს „უდინეზესთან“ ითამაშებს.
13 ტურის შემდეგ სერია ა-ს სატურნირო ცხრილს „ნაპოლი“ 35 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან „მილანს“ 6 ქულით უსწრებს.