„თავს მშვიდად გრძნობს და ახალ საცხოვრებელს ეძებს“ - Il Mattino ხვიჩაზე წერს
ავტორიტეტული იტალიური გამოცემის, Il Mattino-ს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია ახალ საცხოვრებელს ეძებს. სავარაუდოდ, ქართველი ფეხბურთელი ბინას პოზილიპოს უბანში იქირავებს.
ამჟამად, ქართველი ფეხბურთელი Corso Vittorio Emanuele-ს უბანში, სასტუმრო Britannique-ში ცხოვრობს. ფეხბურთელი აღნიშნულ სასტუმროში ზაფხულშიც ცხოვრობდა, როცა „ნაპოლიში“ გადავიდა, შემდეგ საცხოვრებელი კუმაში იქირავა, თუმცა მას შემდეგ რაც მანქანა მოჰპარეს, აღნიშნული უბნის დატოვება გადაწყვიტა.
Il Mattino წერს: „ხვიჩამ ცხოვრების ცუდი ეპიზოდი უკან დატოვა. ახლა თავს მშვიდად გრძნობს. ხვიჩა ახალი საცხოვრებლის ძიებაშია. სავარაუდოდ, პოზილიპოში გადავა“.
პოზილიპო მდიდარი საცხოვრებელი კვარტალია ნეაპოლში.
შეგახსენებთ, ხვიჩამ სერია ა-ს გასული ტურის შეხვედრა „ატალანტასთან“ წელის ტრავმის გამო გამოტოვა. სავარაუდოდ, „ემპოლისთან“ შეხვედრაშიც ვერ ვიხილავთ მოედანზე, ეს შეხვედრა 8 ნოემბერს გაიმართება, თუმცა დიდი ალბათობით შაბათს, „უდინეზესთან“ ითამაშებს.