ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

იტალიელი ჟურნალისტი: „სპალეტი კაპიტანი ამერიკაა, ხვიჩა - აქვამენი“

იტალიური გაზეთის, Leggo-ს რედაქტორმა, მარიო ფაბრონიმ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ფაბრონი Canale 21-ის სპორტული გადაცემის სტუმარი გახლდათ და „კვარა“ DC-ის კომიქსების სუპერგმირს, აქვამენს შეადარა.

„თუ მართლა გვინდა, რომ ნაპოლი კომიქსების გმირებს შევადაროთ, მაშინ შემიძლია, ვთქვა, რომ ლუჩანო სპალეტი კაპიტანი ამერიკაა. აი, კვარაცხელიას რაც შეეხება, მას აქვამენს შევადარებდი, რადგან უეცრად ქრება და ჩნდება. იგი შენ წინ დგას, შემდეგ ქრება, მეორე მხარეს ჩნდება და არასდროს იცი, რის გაკეთება შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს წელის ტკივილი აწუხებს, რის გამოც, „ატალანტასთან“ მატჩი გამოტოვა. იტალიური პრესის ცნობით, დიდია ალბათობა, რომ ხვიჩა გუნდს მომდევნო ტურშიც ვერ დაეხმაროს და „ემპოლისთან“ იუქმოს. სავარაუდოდ, მის დაბრუნებას „უდინეზესთან“ ჩანიშნულ მატჩში ვიხილავთ.

როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ში ამ დრომდე წაუგებლად ასპარეზობს და 35 ქულით პირველ ადგილს იკავებს. სპალეტის გუნდი უახლოეს მდევარ „მილანს“ 6 ქულით უსწრებს და „ემპოლის“ 8 ნოემბერს გაეჯიბრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქურდაძის ორი მიუტევებელი შეცდომა - დილამ საბურთალო დაამარცხა
ქურდაძის ორი მიუტევებელი შეცდომა - დილამ საბურთალო დაამარცხა