ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, რეალ სოსიედადი, ჯენარო გატუზო
Aa
Aa

მამარდას მორიგი კარგი მატჩი - ვალენსია სტუმრად სოსიედადს დაუზავდა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ლა ლიგის მე-13 ტურში სტუმრად „რეალ სოსიედადს“ შეხვდა და მორიგი მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწია.

ქართველი მეკარე ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და რამდენიმე ეპიზოდში გუნდი აშკარა გოლისგანაც იხსნა. სამწუხაროდ, მამარდაშვილის კარგი გარჯის მიუხედავად, „ღამურებმა“ კარის მშრალად შენახვა ვერ შეძლეს.

მატჩი გატუზოს გუნდისთვის მძიმედ დაიწყო. მე-10 წუთზე საკუთარ კორეირამ საკუთარ ნახევარზე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რაც „ვალენსიას“ გაშვებულ გოლად დაუჯდა. „ღამურების“ ორ ნომერს ილარამენდისთან ორთაბრძოლის დროს ფეხი დაუცდა, მასპინძლებმა კი ამ ეპიზოდით კარგად ისარგებლეს და საბოლოოდ, ჰუგო გილამონის ავტოგოლით დაწინაურდნენ. აღნიშნულ ეპიზოდში ქართველი მეკარე უძლური აღმოჩნდა.

მე-17 წუთზე მთავარმა მსაჯმა მეტოქეზე უხეშობის გამო სოსიედადის ფეხბურთელი, ელუსტონდო გააძევა მოედნიდან, რამაც მატჩის მიმდინარეობაზე დიდი გავლენაც მოახდინა. რიცხობრივი უპირატესობა „ვალენსიამ“ მალევე გამოიყენა და 25-ე წუთზე ლინომ შორეული დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

დარჩენილ დროში რეალური საგოლე ეპიზოდები ორივე გუნდს ჰქონდა და მეორე ტაიმში ორივე კარში გულშემატკივარმა ძელიც კი იხილა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ ფრედ, 1:1 დასრულდა.

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, „ვალენსიას“ ქართველმა კარის დარაჯმა შეხვედრა 3 სეივით დაასრულა.

ჯენარო გატუზოს გუნდი 13 ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-11 ადგილს იკავებს. „ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას 10 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ბეტისის“ წინააღმდეგ გამართავს, ამის შემდეგ კი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის გამო 31 დეკემბრამდე დაისვენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“სამარცხვინო ტყუილია იმის თქმა, რომ ნაპოლის კვარას არყოფნა არ ეტყობოდა“
“სამარცხვინო ტყუილია იმის თქმა, რომ ნაპოლის კვარას არყოფნა არ ეტყობოდა“