ჟერარ პიკე
Aa
Aa

კონფლიქტი გრძელდება - მესი პიკეს კარიერის დასრულებას არ გამოეხმაურა

„ალმერიასთან“ ხერარდ პიკემ თავისი კარიერის ბოლო მატჩი ჩაატარა და დიდ ფეხბურთს დაემშვიდობა.

35 წლის ესპანელ ფეხბურთელს ბევრი თითქმის ყველა გუნდელი ამჟამინდელიც და ყოფილიც დაემშვიდობა, თუმცა ლეო მესის ამ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

კატალონიური ვებ გვერდის El Nacional-ის ცნობით, მესი პიკესთან საჯაროდ დამშვიდობებას არ გეგმავს. ეს მოთამაშეებს შორის ბოლო წლებში განვითარებული კონფლიქტით არის გამოწვეული.

2022 წლის იანვარში მესი იმედგაცრუებული იყო პიკეს გადაწყვეტილებით, არ შეემცირებინა ხელფასი. ჟერარის ასეთი ნაბიჯი აუცილებელი იყო, რათა ლეო „ბარსაში“ დარჩენილიყო. შემდეგ მათი ურთიერთობა გაუარესდა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიკემ „ბარსელონას" პრეზიდენტს ჟოან ლაპორტს ურჩია, არ გაეხანგრძლივებინა მესის კონტრაქტი, რაც ავტომატურად მოაგვარებდა ფინანსური ფეარ პლეის პრობლემას.

მესი და პიკე ბარსელონაში 2008-2021 წლებში ერთად თამაშობდნენ. ამ ხნის განმავლობაში მათ გუნდის შემადგენლობაში 30 თასი მოიგეს. იქამდე კი ორივე მათგანი „ლა მასიას“ აკადემიაში ერთად იზრდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“გასახდელში ასეთი კითხვები არავის სიამოვნებს“ - სპალეტი გააღიზიანეს
“გასახდელში ასეთი კითხვები არავის სიამოვნებს“ - სპალეტი გააღიზიანეს