ლევან შოვნაძე, გიორგი ნიქაბაძე, ლაშა შერგელაშვილი, ნიკა კალანდარიშვილი
Aa
Aa

ნიქაბაძის დუბლი, VAR-ი და იმერული დერბის დრამატული დასასრული

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში წყალტუბოს „სამგურალისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ საფეხბურთო დაპირისპირება 2:2 დასრულდა.

მე-17 წუთზე „ტორპედოს“ მცველმა ლაშა შერგელაშვილმა შორეული მანძილიდან საჯარიმო დარტყმა გოლად აქცია, ეპიზოდი სანახაობრივი კუთხით შესანიშნავი იყო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, ლევან შოვნაძემ მოქმედება დააგვიანა.

პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე ნიკა კალანდარიშვილის პასის შემდეგ გიორგი ნიქაბაძემ ანგარიში გაათანაბრა. 59-ე წუთზე ნიქაბაძემ დუბლი შეასრულა, საგოლე პასი ირაკლი რუხაძის აქტივშია - 2:1.

მე-80 წუთზე „სამგურალის“ საჯარიმოში ლევან ქურდაძემ თორნიკე ახვლედიანთან ორთაბრძოლისას თამაშის წესი დაარღვია. მთავარ არბიტრს, გიორგი ყრუაშვილს პენალტი არ დაუნიშნავს, თუმცა საქმეში VAR-ი ჩაერთო, ყრუაშვილმა ეპიზოდი განმეორებით ნახა და პენალტის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

მე-8 დამატებულ წუთზე „სამგურალის“ 21 წლის შემტევი ნიკიტა სიმდიანკინი მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა გამარჯვების გოლის გატანის რეალური შანსი ვერ გამოიყენა, ბურთი როინ კვასხვაძეს შეეხო, შემდეგ კი კარის ძელს მოხვდა და „ტორპედო“ მარცხს გადაურჩა.

ამ ეტაზე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „სამგურალი“ 53 ქულით მე-3 ადგილზეა და მეოთხეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს“ 3 ქულით უსწრებს.

ფოტო: „სამგურალის“ პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მექვაბიშვილის ეფექტური გასროლა - დინამომ კვლავ მოიგო და ლიდერია
მექვაბიშვილის ეფექტური გასროლა - დინამომ კვლავ მოიგო და ლიდერია