მექვაბიშვილის ეფექტური გასროლა - დინამომ კვლავ მოიგო და ლიდერია
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურში აუტსაიდერი თბილისის „ლოკომოტივი“ საგურამოს ბაზაზე თბილისის „დინამოსთან“ 0:2 დამარცხდა. ამ გამარჯვებით გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 75 ქულა დააგროვა, პირველ ადგილზეა და მოქმედ ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“ 2 ქული უსწრებს.
საგურამოს ბაზაზე ანგარიში მე-6 წუთზე გაიხსნა, უსმანე კამარას პასის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა ძლიერი და ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა.
„დინამომ“ მეორე გოლი მე-80 წუთზე გაიტანა, კონტრშეტევა ლაშა ოდიშარიამ განავითარა და გოლით დაასრულა, შორი მანძილიდან დაბალ კუთხეში შეაგდო. მეორე გოლისას საგოლე პასი გაბრიელ სიგუას აქტივშია.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო
ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურია დარჩნილი. თბილისის „დინამოს“ კალენდარი ასეთია: თბილისის დინამო - თელავი (10 ნოემბერი, 18:00), სამგურალი - თბილისის დინამო (26 ნოემბერი, 13:30), თბილისის დინამო - გაგრა (3 დეკემბერი, 13:30).
ბათუმის „დინამოს“ კალენდარი დარჩენილ სამ ტურში: ბათუმის დინამო - სამგურალი (12 ნოემბერი, 19:00), გაგრა - ბათუმის დინამო (26 ნოემბერი, 13:30), ბათუმის დინამო - ტორპედო (3 დეკემბერი, 13:30).