გურამ თუშიშვილი, ილია სულამანიძე, ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი, საბა ინანეიშვილი
Aa
Aa

დასანანი მარცხი - მაისურაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ძიუდოში, ბაქოს გრან სლემზე ლუკა მაისურაძე 1/2-ფინალში გავიდა, თუმცა შვედ მარკუს ნიმანთან შიდოებით დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

რაც შეეხება ნახევარფინალამდე განვლილ გზას, ლუკა მაისურაძემ (- 90 კგ.) ტურნირზე პირველი შეხვედრა აზერბაიჯანელ ნიჰად შიხალიზადასთან გამართა, ქართველმა იპონით გაიმარჯვა. ლუკამ მონღოლი მუნხბაიარ ბატოგტოხი იპონით დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა, სადაც ყირგიზი ერლან შეროვის ბარიერი შიდოებით დასძლია, თუმცა მისთვის მარკუს ნიმანის ბარიერი გადაულახავი აღმოჩნდა.

ბაქოს გრან სლემზე ილია სულამანიძემ (-100), გურამ თუშიშვილმა (+100), საბა ინანეიშვილმა (+100) და სოფიო სომხიშვილმა (+78) წარუმატებლად იასპარეზეს, მათ მედლისთვის ბრძოლა ნაადრევად დაასრულეს. რეპეშაჟში დაასრულეს გამოსვლა მძიმეწონოსნებმა საბა ინანეიშვილმა და სოფიო სომხიშვილმა. გურამ თუშიშვილი (+100კგ) პირველივე დაპირისპირებაში ტურნირს მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით დაემშვიდობა. ასევე უმედლოდ დარჩა 100კგ-ში მოასპარეზე ახალგაზრდა ილია სულამანიძე. მერვედფინალში იგი უზბეკ ტურაბოევთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე საქართველოს აქტივში მხოლოდ ერთი მედალია, ლაშა შავდათუაშვილმა (- 73 კგ.) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უმაღლესი დონის შესრულება - შავდათუაშვილის ბრინჯაო ბაქოში
უმაღლესი დონის შესრულება - შავდათუაშვილის ბრინჯაო ბაქოში