“სამარცხვინო ტყუილია იმის თქმა, რომ ნაპოლის კვარას არყოფნა არ ეტყობოდა“
სერია A-ს მე-13 ტურში „ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ბერგამოში „ატალანტას“ რთული მატჩი მოუგო და მნიშვნელოვანი 3 ქულა გაიფორმა.
შეხვედრის შემდეგ, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გუნდმა კარგად ითამაშა და კვარაცხელიას არყოფნის მიუხედავად მოიგეს. განსაკუთრებით კი მან ელმაზის თამაში გამოყო.
Corriere dello Sport-ის მიმომხილველი ალესანდრო ბარბანო წერს, თუ როგორ უჭირს „ნაპოლის“ კვარას გარეშე თამაში, რაც გუნდის მხრიდან ხაზებს შორის მოძრაობის გართულებით გამოიხატება, რასაც ხვიჩა იდეალურად აკეთებს.
„იმის თქმა, რომ ბერგამოში ნაპოლის კვარას არყოფნა არ ეტყობოდა, სამარცხვინო ტყუილია. გამარჯვების მიუხედავად კვარას არყოფნა მაინც ძალიან იგრძნობოდა.
გულმოდგინედ მოთამაშე ელმაზმა სპალეტის გამარჯვება მოუტანა, შემდეგ კი ფრთხილად იცავდა თავს მარცხენა ფლანგზე. მაგრამ ქართველი ფეხბურთელის წარმოსახვის უნარის გარეშე, გუნდისთვის ხაზებს შორის გავლის შესაძლებლობა მცირდება“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილს 35 ქულით დაუმარცხებლად ლიდერობს. მათ 29 ქულით „მილანი“ მოსდევს.