გარეთ ბეილი
Aa
Aa

ბეილის გოლი 128-ე წუთზე - MLS-ში დაუვიწყარი ფინალი შედგა

აშშ-ში MLS-ის საფეხბურთო სეზონი „ლოს ანჯელესის“ გამარჯვებით დასრულდა. დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონი ფინალში აღმოსავლეთის ჩემპიონ „ფილადელფიას“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა.

მატჩი დაძაბული და ძალიან ემოციური გამოდგა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა.

დამატებით ტაიმებში კი ქომაგებმა გიჟური სცენარი იხილეს. 116-ე წუთზე მეკარის გაძევების შემდეგ, „ლოს ანჯელესი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა. აქედან 8 წუთის შემდეგ, „ფილადელფია“ ჯეკ ელიოტმა დააწინაურა და თითქოს გამარჯვებაც მათ რჩებოდათ, თუმცა 128-ე წუთზე „ლოს ანჯელესს“ მხსნელად გარეთ ბეილი მოევლინა, რომლის გოლმაც მატჩი პენალტების სერიაში გადაიყვანა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში „ლოს ანჯელესმა“ ფსიქოლოგიური უპირატესობა გამოიყენა. მეტოქემ ვერცერთი ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ შეძლო და 0:3 დამარცხდა.

ქომაგებმა დაუვიწყარი ფინალი იხილეს, „ლოს ანჯელესი“ კი ისტორიაში პირველად ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მხოლოდ ხუმრობა იყო“ - ელმასმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ეს მხოლოდ ხუმრობა იყო“ - ელმასმა კვარაცხელიაზე ისაუბრა