ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

“გასახდელში ასეთი კითხვები არავის სიამოვნებს“ - სპალეტი გააღიზიანეს

სერია A-ს მე-13 ტურში „ნაპოლიმ“ ბერგამოში „ატალანტას“ მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო და სატურნირო ცხრილში ლიდერობა გაიმყარა.

მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთმა მათგანმა კი იტალიელი სპეციალისტის გაღიზიანება გამოიწვია, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა. ნეაპოლელთა თავკაცი „კვარას“ შესახებ გაუთავებელმა კითხვებმა გააღიზიანა.

„როგორ მოვიგეთ თამაში კვარას გარეშე? საკმარისია ხვიჩაზე ამდენი კითხვები. გასახდელში გუნდელებს ამ კითხვის მოსმენა არ სიამოვნებთ. თუ მხოლოდ ერთ მოთამაშეზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული, მაშინ მე აქ რისთვის ვარ? კვარას გარეშეც შეგვიძლია მოგება. ამაღამ კვარა აქ არ არის და მეტი კითხვები საჭირო არ არის.

მისი არყოფნა ისეთივეა, როგორიც წინა ჯერზე ოსიმენის არყოფნისას იყო. კვარა დღეს გვაკლდა და მოედანზე მეტად უნდა მოგვენდომებინა. მან ზურგში ტკივილი იგრძნო, ეს არნოლდთან შეჯახებისას მოხდა. მკურნალობის პროცესს ვაკვირდებოდით და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, თუმცა გუშინ გაირკვა რომ მას თამაში საერთოდ არ შეეძლო.

საბედნიეროდ ჩვენ გუნდში გვყავს სხვა მოთამაშეებიც, რომლებსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ. ელმასმა დღეს მაღალი დონის თამაში აჩვენა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ არ გაგვერისკა და კვარა სახლში დაგვეტოვებინა“.

- ციტირებს სპალეტის სიტყვებს DAZN-ი.

13 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ უახლოეს მდევარ „მილანს“ 6 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს მხოლოდ ხუმრობა იყო“ - ელმასმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
„ეს მხოლოდ ხუმრობა იყო“ - ელმასმა კვარაცხელიაზე ისაუბრა