ბარსელონა, ალმერია, ჟერარდ პიკე
Aa
Aa

პიკემ კარიერა გამარჯვებით დაასრულა - ბარსელონამ ალმერიას მოუგო

ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ „ალმერიას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. რომ არა პიკეს გადაწყვეტილება ეს მატჩი არაფრით გამორჩეული არ იქნებოდა. ესპანელმა მცველმა 35 წლის ასაკში კარიერა დაასრულა და დღეს ბარსას მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა.

ამის შესახებ პიკემ 2 დღის წინ განაცხადა და მისი წასვლის შესახებ ყველამ კარგად იცოდა. ბოლო პერიოდში, ვეტერანი ფეხბურთელი საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორს იყო და ის გამუდმებით სათადარიგოთა სკამზე იჯდა. დღეს კი ჩავი ერნანდესმა ის სიმბოლურად ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

რაც შეეხება მატჩს, კატალონიური გრანდი მთელი შეხვედრის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა. მე-7 წუთზე „ალმერიას“ კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. ბურთთან რობერტ ლევანდოვსკი მივიდა, თუმცა ვერ გამოიყენა. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევარში „ბარსელონა“ უფრო გააქტიურდა და 48-ე წუთზე უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა. მასპინძლები ძეწოლას აგრძელებდნენ და 62-ე წუთზე ფრენკი დე ონგმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩში მეტი გოლი არ გასულა.

ცნობისთვის, ჟერარდ პიკე „ბლაუგრანას“ აღზრდილი გახლავთ, თუმცა მთავარ გუნდში დებიუტი 2008 წელს ჰქონდა. იქამდე 35 წლის ესპანელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ იყო გაყიდული, ხოლო შემდეგ „სარაგოსაში“ იჯარის წესით თამაშობდა. დღემდე პიკემ „ბარსელონას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 616-ჯერ მოირგო, 53 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბარსას უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა თავის გუნდთან ერთად ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო, მათ შორის ორჯერ „ტრიპლეტი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიას შემდეგ - მანქანა კიმ მინ-ჯესაც მოჰპარეს
კვარაცხელიას შემდეგ - მანქანა კიმ მინ-ჯესაც მოჰპარეს