ნაპოლი, ატალანტა, ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩანო სპალეტი
Aa
Aa

“ხვიჩა მსოფლიოს გარშემო გვატარებს“ - სპალეტი ატალანტასთან მატჩის შემდეგ

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „ატალანტას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. „პარტენოპეიმ“ მორიგი მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. სამწუხაროდ, ბერგამოელების წინააღმდეგ ტრავმის გამო ხვიჩა კვარაცხელიამ ვერ ითამაშა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ლუჩიანო სპალეტი ჟურნალისტებს წინაშე წარსდგა და თამაშის შესახებ ისაუბრა, თუმცა მას ქართველი ფეხბურთელის შესახებ ჰკითხეს, რაზეც სპალეტიმ უპასუხა:

სპალეტი:

„ხვიჩამ ზურგის არეში ტკივილი იგრძნო. ეს არნოლდთან შეჯახების შემდეგ მოხდა. ორი დღის განმავლობაში მკურნალობას გადის და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. ჩვენ ვფიქრობდით, რომ „ატალანტასთან“ ითამაშებდა, მაგრამ გუშინ ტკივილები გაუძლიერდა.

მიუხედავად ამისა, კვარაცხელია ძლიერი ფეხბურთელია და მსოფლიოს გარშემო გვატარებს, თუმცა ჩვენ სხვა კარგი ფეხბურთელებიც გვყავს. ელმასმა დიდებულად ითამაშა და ბრწყინვალე ხარისხი გამოავლინა. ჩემთვის, გუნდურობა ყველაზე მნიშვნელოვანია.“

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლის“ 35 ქულა დაუგროვდა და სერია ა-ს ერთპიროვნულად ლიდერობს. შემდეგ ტურში „პარტენოპეი“ „ემპოლის“ უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 8 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 21:30-დან დაიწყება.

იტალიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია დიდი ალბათობით სწორედ „ემპოლის“ წინააღმდეგ დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელიას შემდეგ - მანქანა კიმ მინ-ჯესაც მოჰპარეს
კვარაცხელიას შემდეგ - მანქანა კიმ მინ-ჯესაც მოჰპარეს